მოდელი ნინიკო ნაცარიშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ.

მოგვიანებით ლევან ჯიბღაშვილმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა და ცხოვრება უფრო მშვიდად, კამერებისგან შორს გააგრძელა. ნინიკო ნაცარიშვილის შესახებ კი იწირებოდა, რომ მას ურთიერთობა კრიმინალურ ავტორიტეტ მინდია ლავასოღლთან ჰქონდა. შეკითხვაზე – “რა არის ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს შენს მეორე ნახევარში?” ნინიკო ნაცარიშვილი პასუხობდა: “მოდით, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვისაუბროთ. ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება“, – წერდა ნაცარიშვილი.

ნინიკო ნაცარიშვილი და მინდია ლავასოღლი 

მოდელს შვილი 2022 წლის13 მარტს შეეძინა და მას ანნა დაარქვა. ანნასთან ერთად ნინიკო სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება. ნინიკო სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერების მიერ დასმულ კითხვებს ყოველთვის სიამოვნებით პასუხობს, ბოლოს კი მან ანნას ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საკმაოდ რთული მშობიარობა ჰქონდა.

ნინიკო შვილის ფოტოებს ხშირად აქვეყნებს, თუმცა საჯაროდ მეუღლესა და ოჯახზე არასდროს საუბრობს. კომენტარებს, თითქოს ის მინდია ლავასოღლის დაშორდა, უპასუხოდ ტოვებდა, ახლა კი მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.