“სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი, ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე…” – ბუდუ და შაი ზივზივაძეების განსაკუთრებული მამაშვილობა

სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი. შაის უყვარს საქართველოში ყოფნა, მამა ენატრება ხოლმე, მაგრამ ბავშვებთან ერთად ერთობა. როცა ვარჯიშიდან ვბრუნდები და სახლში არავინ მხვდება, ცუდად მოქმედებს. შაი როცა სახლშია, გამორბის, მეხუტება, მომენატრეო, რა მომიტანეო, მეუბნება. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, მაგრამ მერე მართმევს კიდეც, არ იღლება, სულ თამაში და გართობა უნდა.  

ვარჯიშის მერე სულ ერთად ვართ. ის რომ ბაღიდან მოდის, მე ვარჯიშიდან ვბრუნდები, ერთად ვისვენებთ და ვიძინებთ. ისე არ დაწვება, თუ არ მივუწექი. ერთად გვძინავს, ერთად ვთამაშობთ, პარკშიც და გასართობ ცენტრშიც დამყავს. ბატუტზე ხტომა უყვარს ძალიან. 

შაის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში ის, რომ მარტო ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, მყავს ცოლი და შვილი. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მარტო ჩემი თავისთვის არ ვიღებ. თუნდაც გუნდის გამოცვლაზე, ყოველთვის ოჯახს ვეკითხები, როგორ იქნება უკეთესი, ბავშვისთვის როგორ აჯობებს. მარტო როცა ვიყავი, მარტივად ვამბობდი კის. ცხოვრებასაც სხვა თვალით შევხედე, უფრო სერიოზული გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს როგორც მამას, როგორც მეუღლეს”, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე ქალიშვილის, შაი ზივზივაძისა და ოჯახის შესახებ. 

ბუდუ ზივზივაძის ოჯახი 

“ერ­თმა­ნე­თი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ვი­ცა­ნით. რო­გორც დღეს არის, მა­შინ ბუდუ ასე­თი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი არ იყო. ორი­ვე ქუ­თა­ი­სი­დან ვართ, ბევ­რი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი აღ­მოგ­ვაჩ­ნდა. ჩვენ შო­რის სიმ­პა­თია პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რი­დან გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გან­ვი­თარ­და და ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და. მა­შინ ბუდუ და­ნი­ი­დან ერთი კვი­რის ჩა­მო­სუ­ლი იყო, თბი­ლი­სის “დი­ნა­მო­ში” თა­მა­შობ­და. – რომ და­ვი­ნა­ხე, გა­რეგ­ნო­ბით ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. იყო საკ­მა­ოდ მორ­ცხვი, თავ­მდა­ბა­ლი. ბუდუ ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია. – გაც­ნო­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის შემ­დეგ გა­მო­მი­ტყდა, რომ ვუყ­ვარ­დი. ეს არ ყო­ფი­ლა ახ­ლობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით, მხო­ლოდ ჩვენ ორნი ვი­ყა­ვით. – სა­ნამ ოჯახს შევ­ქმნი­დით, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თა­მაშ­ზე და­სას­წრე­ბად მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მივ­დი­ო­დი. ბუ­დუს თა­მაშ­ზე სხვა ქა­ლაქ­ში ჩავ­სულ­ვარ. როცა “ტორ­პე­დო­ში” გა­და­ვი­და, მა­შინ მე თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა თა­მაშ­ზე ჩავ­დი­ო­დი. ეს მის­თვის დიდი სტი­მუ­ლი იყო.ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვკა­მა­თობთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, თუმ­ცა ამას მი­ვეჩ­ვი­ეთ, ერ­თმა­ნე­თი ისე­თე­ბი მი­ვი­ღეთ, რო­გო­რე­ბიც ვართ და ერ­თმა­ნე­თის აზრს პა­ტივს ვცემთ. შე­სა­ბა­მი­სად, კა­მა­თიც თით­ქმის არ გვაქვს.

ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამაა, შეუძლია, ბავშვს ისე მოუაროს, როგორც თავად ვუვლი, საკვების მომზადება, ბანაობა, პამპერსის გამოცვლა… ყველაფერი ეხერხება. შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში შაი ბუდუსთან ისე დავტოვო, არ ვინერვიულო. თავიდანვე მქონდა ჩანაფიქრი, ისეთი სახელი დამერქმია, რომელიც არავის ერქმეოდა. ეს სახელი “შაი” თავად მოვიგონე, მერე ეს სიტყვა “დავგუგლე” და აღმოჩნდა, რომ ებრაული სახელია და “საჩუქარს” ნიშნავს. განმარტებაც ძალიან მოგვეწონა, სახელიც მოგვწონდა და მერე სხვა სახელზე აღარც გვიფიქრია”, – ამბობდა ნინი კვერნაძე ერთ-ერთ ინტერვიუში. 

თავად ბუდუც აღნიშნავს, რომ ოჯახს, მეუღლესა და შვილს, მშობლებსა და დას მის ცხოვრებაში დიდი როლი აქვთ. ისტორიული გამარჯვების შემდეგ მან სწორედ მეუღლეს მისწერა პირველად და ემოციები გაუზიარა.