გაგრილებული მასა არის სქელი, კისელის მაგვარი. ამიტომაც, დავარქვი კისელი, თორემ ნამდვილ კისელთან კავშირში არცაა. არც შაქარს უმატებთ , რადგან ძალიან სასიამოვნო დასალევია და გემრიელი“ – აზი ბერაია
ინგრედიენტები
- კომში
მომზადების წესი
კომშის ქერქსა და გულებს კურკებიანად დაასხით წყალი, ისე რომ დაფაროს მასა. ადუღეთ 15-20 წუთითდა გააცივეთ.
სითხედაწურეთდალევამდე და დალიეთთბილი სახით. განსაკუთრებით უებარია მისი ძილის წინ დალევა.კომშს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების გამო, ძილიც ნორმალური გექნებათ და ხველასაც ადვილად გაუმკლავდებით.
თუ უფრო ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ ოდნავ დაატკბოთ, ან დაამატოთ ლიმონი და თაფლიც.
ამ შემთხვევაში გამოყენებულია ქერქი და გული, შეგიძლიათ მთლიანი კომშიც გამოიყენოთ, თუმცა აუცილებელია მასში განსაკუთრებით ბლომად იყოს კომშის გული და კურკები, რადგან სწორედ მათშია გაციებისა და ხველების წამლის საიდუმლო.
ეს სასწაულმოქმედი სითხე შეგიძლიათ თამამად დაალევინოთ ბავშვებს და მეძუძურ დედებს, რომელთაც არ გსურთმძიმე მედიკამენტები მისცეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!