პლასტიკური ქირურგი მოდელზე სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა, დაზიანებების დასამალად კი პროცედურებს ანესთეზიის გარეშე უტარებდა

ცნობილმა ამე­რი­კელ­მა პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა 25 წლის მო­დე­ლი, მაია უი­ლოუ სი­ა­სი “სექს -მო­ნად აქ­ცია” და მას­ზე სექ­სუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მსხვერ­პლის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის და­სა­მა­ლად, მას ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე ოპე­რა­ცი­ას უკე­თებ­და.

სი­ა­სი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მაჰ­მუდ­მა მა­ლუ­ლად წა­იყ­ვა­ნა იგი თა­ვის Alinea Medical Spa-ში, სა­დაც გა­უ­კე­თა შე­მავ­სებ­ლე­ბი ჯერ კი­დევ შე­შუ­პე­ბუ­ლი თვა­ლის გარ­შე­მო – მტან­ჯვე­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­რა.

„ინექ­ცი­ი­დან გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს და­ე­მა­ტა ემო­ცი­უ­რი ტან­ჯვა. მა­ი­ამ იცო­და, რომ მო­ძა­ლა­დე მისი მორ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. იგი თა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას შემ­დგო­მი კონ­ტრო­ლის­თვის იყე­ნებ­და” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მო­დე­ლი მა­ნ­ჰე­ტე­ნის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩელ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ მაჰ­მუ­დი არის მო­ძა­ლა­დე ნარ­კო­მა­ნი, რო­მე­ლიც მზრუნ­ვე­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ფა­სა­დის უკან იმა­ლე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ექი­მი ფი­ზი­კუ­რად სხვა ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დობ­და. 2014 წელს მაჰ­მუ­დის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი მის­მა ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­მაც შე­ი­ტა­ნა.

მე­გო­ნა მოვ­კვდე­ბო­დი“, – გა­ნუ­ცხა­და სი­ას­მა The Post-ს.

მაჰ­მუდ­მა მას ბო­დი­შიც მო­უ­ხა­და, მაგ­რამ, ბი­ნა­ში დარ­ჩე­ნა მა­ინც აი­ძუ­ლა, რათა არა­ვის და­ე­ნა­ხა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ქა­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას ტე­ლე­ფო­ნი­თაც აკ­ვირ­დე­ბო­და და მის ყო­ველ ნა­ბიჯს აკონ­ტრო­ლებ­და.

სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, მაჰ­მუ­დი იყე­ნებ­და თა­ვი­სი, რო­გორც ექი­მის სტა­ტუ­სი ქა­ლის­თვის ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბის და­სა­ნიშ­ნად, გარ­და ამი­სა, აი­ძუ­ლებ­და მი­ე­ღო კე­ტა­მი­ნი, რათა „უფრო მორ­ჩი­ლი ყო­ფი­ლი­ყო“.

სი­ას­მა თქვა, რომ მო­ძა­ლა­დის­გან გაქ­ცე­ვა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა. მაჰ­მუდ­მა 2019 წელს შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის ფაქ­ტზე ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ბრალ­დე­ბე­ბი.

იგი სი­ა­სის ბრალ­დე­ბებ­საც უარ­ყოფს და ად­ვო­კა­ტე­ბის გა­რე­შე ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს.