წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ზედა საჩინოში მსუბუქი ავტომანქანა მე-5 კლასელს დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.
წყაროს ინფორმაციით, მძღოლმა დაზიანება მიიყენა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ მძღოლიც მიყენებული დაზიანებისგან გარდაიცვალა. მოზარდის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.