ასე მომზადებული კომშის მურაბა არც მუქდება და არც მაგრდება… ისეთი გემრიელი გამოდის პირში დნება და თან ძალიან სასარგებლოა” – მურაბის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კომში – 1 კგ
  • შაქარი – 800 გ
  • ლიმონი – 1 ცალი
  • წყალი – 0.5 ლ

მომზადების წესი

კომში გავრეცხე და დავჭერი სასურველი ზომის ნაჭრებად, მივიღე 1კგ დამუშავებულ-გასუფთავებული ნაყოფი. ამ ნაყოფს დავასხი 1 ცალი ლიმონისგან გამოწურული წვენი და ავურიე კარგად.

გულები თავის კურკებიანად მოვათავსე ცალკე ჭურჭელში, დავასხი 0.5ლ წყალი და 10 წუთით წამოვადუღე. მურაბის მთელი საიდუმლო და სარგებელი ამ გულებშია. გამოიყოფა ჟელესავით და თაფლივით წებოვანი წვენი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, მურაბას კი აძლევს სასწაულ კონსისტენციას.

ეს ცხელი მასა გადავწურე რამდენიმე პირად დაკეცილი მარლით, წვენს დავაყარე 800 გრ შაქარი, დავდგი დაბალ ცეცხლზე, მორევით გავადნე შაქარი და ჩავყარე დაჭრილი კომში, 5 წუთით ვადუღე და გადავდგი გავაციე. 3-ჯერ გავიმეორე 5 წუთიანი წამოდუღება და გაციება. მესამედ უკვე 40წუთი დამჭირდა დაბალ ცეცხლზე მურაბის საბოლოოდ მოსახარშად. ცხელი მურაბა ჩავასხი დამდუღრულ-გასტერილებულ ქილებში.