ჩოხატაურში პირველ ოქტომბერს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილ სოსო მეფარიშვილს მეგობრები ემშვიდობებიან.
„ბიჯო, გული გაჩერდა, ეს რა გვჭირს; სულ ერთად იყავით, მგლებო და იქაც ერთად წახვედით!
ვაიმე, ბიჭებო, სად გეჩქარებოდათ. ნათელი თქვენს სულებს;
საუკეთესო ადამიანები, საუკეთესო მეგობრები დავკარგეთ, ძმებო;
დიდხანს, ძალიან დიდხანს აუწვავს სულს და გულს ჩოხატაურელებს ეს ტრაგედია;
ნათელი თქვენს სულებს, ბიჭებო!
როგორ გელოდებოდით, ჩემო სოსოია, როგორ გვჯეროდა, რომ დაგვიბრუნდებოდი;
მშვიდობით, მეგობრებო. შევხვდებით მარადისობაში”, _ წერენ სოციალურ ქსელში დაღუპული ბიჭების მეგობრები.