რამდენიმე საათში იწყება UFC 308, რომელიც აბუ-დაბიში იმართება და სადაც ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება და ქამარს დაიცავს.
- ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყო, ქართველის, ანუ დღის მთავარ ორთაბრძოლას ყველაზე გვიან, ჩვენი დროით, სავარაუდოდ 01:00 საათისთვის უნდა ველოდოთ.
ქართველი ჩემპიონი უკვე არენაზეა, ის ადგილზე მეუღლესთან ერთად მივიდა.
ამ ორიოდე დღის წინ, მისმა მეტქოემ ყურადღება მაქს ჰოლოუეის კეთილგანწყობამ მიიქცია, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ილიასთან ბრძოლის გამო ბოდიში მოუხადა.
“ქართველებო, მიყვარხართ, შეგიძლიათ, ამ ბრძოლის შემდეგ მექომაგოთ. ვიცი, რომ თქვენი თანამემამულის წინააღმდეგ ვერ ვუგულშემატკივრებთ და ბოდიში, რომ მასთან ბრძოლა მიწევს.
მადლობა მხარდაჭერისთვის, მეგობრებო და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კვლავ მხარს დამიჭერთ”, – განაცხადა მან.