პეტრე კოლხი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების როლზე სოციალურ ქსელში წერს.
„ისევ ემიგრანტების იმედად არის საქართველო. იმ ემიგრანტების, ვის დაბრუნებასაც გვპირდებოდა ,,ტომის ბელადი” 2012 ში, მაგრამ მოგვიანებით, აქ დარჩენილებსაც გერმანიაში გვიშვებდა მანდარინის დასაკრეფად…
შეუძლებელია, ცრემლის გარეშე უყურო იმ კადრებს, რაც უცხოეთში, საარჩევნო უბნებზე ხდება…
ემიგრანტებმა უამრავი წელია, საკუთარი მხრების ფასად გადაარჩინეს არაერთი ოჯახი… დღეს ისევ ემიგრანტები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ცვლილებებს…
გამარჯვება და საზეიმო განწყობა ყველა მათგანს!..
მათ არ გააჩნიათ სამსახურების დაკარგვის შიში, სწორედ ამის გამო, არჩევანს თავისუფლად აკეთებენ, რადგან სამსახურზე მეტს, სამშობლოსთან კავშირს კარგავენ!“ – წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.
პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.
სლაიდზე ფოტოები: საარჩევნო უბნები ფრანკფურტსა და ლონდონში და რიგში მდგომი ქართველი ემიგრანტები.