“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე ოპოზიციას აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ შემთხვევაში სულ სხვანაირი იქნებოდა ექსპრეზიდენტის ქმედება.
“ახლა იდგებოდა ქუჩაში და იმ 53% თავზე დაახევდა ქოცს. ამიტომ არის ციხეში.თქვენ ჩამოდექით და კომპეტენტური სახეებით ტოლობის ნიშანი დასვით მიშასა და მტაცებელ ივანიშვილს შორის.აი,ესაა სიმართლე” – წერს ხერხეულიძე.
ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტის არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.028 %-ით ( 951 037 ხმა) ლიდერობს.
- მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.185 % (200 604 ხმა)
- „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 9,852 % (176 700) მოიპოვა;
- „ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 9,011 % (161 603 ხმა) აქვს;
- “გახარია საქართველოსთვის” – 8.224% (147 487);
ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3111 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2239 უბანზე.