ვრცელდება ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს, ვითომ საქართველოს რუსეთი სჭირდება (და კიდევ უამრავ რამეს იძახიან) და ამით ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიიწევს და არა ევროპა-ამერიკისკენ.

<…> მაგრამ ნატოშიც შევდივართ და ევროკავშირშიც. ამას სიამოვნებით ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ საქართველოს მტრების გულის გასახეთქად მანამ, სანამ არ შევალთ.

იცოდეთ, დედამიწაზე ორი ადამიანიც რომ დარჩეს, ერთი აუცილებლად ქართველი იქნება; ერთი სახელმწიფოც რომ დარჩეს, ეს საქართველო იქნება!

2014 წელი, 25 თებერვალი

ვხედავ, რუსეთის პოლიტიკური დაძაბულობა უკრაინასთან საქართველოს წისქვილზე დაასხამს წყალს. ამერიკაც გამწარებულია და ევროპაც და ამიტომ ნატოშიც და ევროკავშირშიც, როგორც ადრე ვიწინასწარმტყველე, დაჩქარებული ტემპით კი არ შევდივართ, შევრბივართ.

ეს ამერიკელებსა და ევროპელებს ბაზას გაუმყარებს მთელს კავკასიაში.

2014 წელი, 19 მაისი

დიახაც ვხედავ, ევროკავშირში საქართველოს დროშა ფრიალებს!!!

2016 წელი, 29 მაისი

დღეს კოსმიური საცერი იცრება, შადიმანები და თაღლითები კი მომავალს გეგმავენ. სულ ამაოდ. არაფერი გამოუვათ. პირიქით, ყველაფერს დაკარგავენ. კოსმოსი მათ დასჯის და პოლიტიკიდან სამუდამოდ გააქრობს.

ხალხი აღარ მოტყუვდება. ძალიან კარგად იცის საქართველომ, ვინ ვინ არის…

საქართველოს ევროკავშირი ელოდება. მალე კოსმოსი ჩემს საქართველოს ევროკავშირის ღირსეულ წევრად წარმოაჩენს, მომავალში კი ნეიტრალურ ქვეყნად აქცევს.

2023 წელი, 25 თებერვალი

რაც უნდა მოიმოქმედოთ, შადიმანებო, ქართველებს ვერ დააჩოქებთ, ვე-რა!

საქართველო ნატოშიც შევა და ევროკავშირშიც და ყველგან თაიგულებით დაგვხვდებიან.