კიბეზე ჩაყვანის დროს მამაკაცის გული კვლავ გაჩერდა” – რუსთავში, პარამედიკოსებმა გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა

რუსთაველი პა­რა­მე­დი­კო­სე­ბის მიერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ას ფე­ის­ბუქ გვერ­დი “შენი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად” აქ­ვეყ­ნებს. რუს­თა­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სამ­ჯერ გა­უ­ჩერ­და გული, ექი­მე­ბის ჯგუფ­მა გა­და­არ­ჩი­ნა

“რუს­თა­ვის მე-2 ბრი­გა­დამ გამ­თე­ნი­ი­სას გა­მო­ძა­ხე­ბა ლო­ზუნ­გით ტკი­ვი­ლი გულ­მკერ­დის არე­ში მი­ი­ღო. ად­გილ­ზე მი­სულს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი ცი­ა­ნო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა.

პა­ცი­ენტს უჭირ­და სუნ­თქვა. პა­რა­მე­დი­კოს და­ვით ოთა­რაშ­ვი­ლის გად­მო­ცე­მით პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ვე­ნის კა­თე­ტე­რი­ზა­ცია და და­წყე­ბულ იქნა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

ელექტრო კარ­დი­ოგ­რა­მის გა­და­ღე­ბის პრო­ცეს­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა გან­ვი­თარ­და. ბრი­გა­დის წევ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად პულ­სი და სუნ­თქვა აღ­დგა.

სამედიცინო პერ­სო­ნალ­მა უს­წრა­ფე­სად და­ი­წყო პა­ცი­ენ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი. კი­ბე­ზე ჩაყ­ვა­ნის დროს მა­მა­კა­ცის გული კვლავ გა­ჩერ­და. ბრი­გა­დის წევ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გუ­ლის არა­პირ­და­პი­რი მა­სა­ჟით რიტ­მი ისევ აღ­დგა.

კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას მე­სა­მედ და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა კვლა­ვაც წარ­მა­ტე­ბუ­ლად შეძ­ლო გუ­ლის ამუ­შა­ვე­ბა. მა­მა­კა­ცი სტა­ბი­ლუ­რი სა­სი­ცო­ცხლო პა­რა­მეტ­რე­ბით რუს­თა­ვის ერთ-ერთ სტა­ცი­ო­ნარ­ში იქნა შეყ­ვა­ნი­ლი.

გვე­ა­მა­ყე­ბა: პა­რა­მე­დი­კო­სი – და­ვით ოთა­რაშ­ვი­ლი, ექთა­ნი თეა- წო­წო­რია, მძღო­ლი- ოთა­რი გო­გაშ­ვი­ლი”, – წერს გვერ­დი “შენი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად”