მკვდარს, როგორ ჰქონდა “მესენჯერი” ჩართული?” – რა დეტალები ხდება ცნობილი შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის გარდაცვალებაზე

შსს-ს სა­ა­ვი­ა­ციო უშიშ­რო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ლე­ვან სუ­ლაშ­ვი­ლი თბი­ლისს ზღვა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად არის გარ­დაც­ვლი­ლი. ინ­ფორ­მა­ცი­ას “მთა­ვა­რი არხი” ავ­რცე­ლებს.

  • ამას­თან, მშობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, თუმ­ცა მათ ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რათ და გან­მარ­ტა­ვენ, რომ ლე­ვან სუ­ლაშ­ვილს “ის მდგო­მა­რე­ო­ბა არ ჰქო­ნია, რომ თავი მო­ეკ­ლა”. მშობ­ლე­ბის თქმით, მათ შვილს გას­რო­ლის შე­დე­გად გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

“თემ­ქა­სა და მუ­ხი­ანს შო­რის, სა­დღაც დან­გრე­ულ გზა­ზე ჩაგ­ვიყ­ვა­ნეს. ჩვენ რომ მი­ვე­დით, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. არა­და, ოთხს ერთი წუთი აკ­ლია, რო­დე­საც მას “მე­სენ­ჯე­რი” ჩარ­თუ­ლი აქვს და რა­ნა­ი­რად? მკვდარს, რო­გორ ჰქონ­და “მე­სენ­ჯე­რი” ჩარ­თუ­ლი? რომ მი­ვე­დით, უკვე გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ თავი მო­იკ­ლა. მას სიკ­ვდი­ლის არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ ჰქონ­და. რა­ღა­ცა­ში გა­მო­ი­ყე­ნეს…

თავ­ში აქვს ნას­რო­ლი. ვი­თხოვთ გა­მო­ძი­ე­ბას, ტე­ლე­ფო­ნიც არ არის გახ­სნი­ლი.იქ რო­გორ ჩა­ვი­და მან­ქა­ნა? რო­გორ გა­ი­გეს, რომ იქ იყო მკვდა­რი, ვინ გა­ი­გო, რომ და­უ­წყეს ძებ­ნა? რას ეძებ­დნენ? 24 სა­ა­თი ხომ არ უნდა ეძე­ბონ? სა­ნამ არ გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ, რა­ტომ ეძებ­დნენ?” – აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა არც მა­მას.

“თვით­მკვლე­ლო­ბა არ მგო­ნია, იმი­ტომ, რომ შიგ­ნით, მან­ქა­ნა­ში სის­ხლი არ არის და ტყვია ნა­ხეს, მარ­ცხე­ნა მხა­რე­ზე, უკა­ნა კა­რებ­თან გა­ჭე­დი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ [ მოკ­ლეს]. ეგრე მგო­ნია“ – აღ­ნიშ­ნავს მამა.

ლე­ვან სუ­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით და­ი­წყეს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.