28 წლის ახალგაზრდა ქალი, შორენა ონიანი, რომელმაც ტყუპები გააჩინა, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მისი მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს:
„ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება, ჩვენი ტყუპების ამბით ხომ ღრუბლებში დავფრინავდით… ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს, რომ ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ გამოჩდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები, რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავის უყურადღებობისა და დაუდევრობის გამო, მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს. ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი, რადგან ჩვენ პატარებს ის უფრო სჭირდება…“,- წერს დაღუპული გოგოს მეუღლე.