მერიკო კარტოზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, თუმცა ტელეწამყვანს დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეუძლია. ინფორმაციას გვერდი „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ავრცელებს.
„მერიკო კარტოზიას გუშინ, 18 ნოემბერს, აშშ-ში კიდევ 1 ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ისევ ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და წინ რთული სარეაბილიტაციო პერიოდი ელის.
პ.ს. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 20 აპრილს, ტელეწამყვანი გადასაღებ მოედანზე დაშავდა და მარცხენა ფეხის მრავლობითი მოტეხილობა მიიღო,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.