სიკვდილით დასჯიან ქალს, რომელმაც 14 ადამიანი ციანიდით მოკლა 

სისხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლომ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა ქალს, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია ცი­ა­ნი­დით 14 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში და დამ­ნა­შა­ვედ ცნო ერთი მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბა­ში გა­სულ წელს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, 36 წლის სა­რა­რატ რანგსი­ვუ­ტა­პორ­ნი, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ნამ 10-ზე მეტ მსხვერ­პლს ქი­მი­კა­ტით მოკ­ლავ­და, მათ თაღ­ლი­თუ­რი გზით ათა­სო­ბით დო­ლა­რი გა­მოს­ძა­ლა.

mkvlelobashi_braldebuli
მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­რა­რატ რანგსი­ვუ­ტა­პორ­ნი

ბანგკო­კის სა­სა­მარ­თლომ სა­რა­ტი მისი მე­გობ­რის 32 წლის სი­რი­პორნ ხან­ვონ­გის სა­სიკ­ვდი­ლო მო­წამ­ვლის­თვის ოთხშა­ბათს გა­ა­სა­მარ­თლა.

“ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში, ბანგკო­კის მახ­ლობ­ლად შეხ­ვდნენ, რათა ბუ­დის­ტუ­რი რი­ტუ­ა­ლის ფარ­გლებ­ში, მდი­ნა­რე მაე კლონ­გში თევ­ზი გა­ეშ­ვათ. მა­ლე­ვე ქა­ლის მე­გო­ბარს – სი­რი­პორნს გული წა­უ­ვი­და და გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად ფიქ­რობ­დნენ, რომ ქალი ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა გაკ­ვე­თამ სხე­ულ­ში ცი­ა­ნი­დის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა,“ – წერს მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს theguardian.

  • 2023 წლის აპ­რილ­ში სა­რა­ა­ტი მე­გო­ბარ­თან სი­რი­პორნ ხან­ვონგთან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა რა­ჭა­ბუ­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ბანგკო­კის და­სავ­ლე­თით. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, სი­რი­პორ­ნი ჭა­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. მის სხე­ულ­ში ცი­ა­ნი­დის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ხოლო ტე­ლე­ფო­ნი, ფული და ჩან­თე­ბი და­კარ­გუ­ლი იყო.

პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ სა­რა­რა­ტის მან­ქა­ნა­ში კა­ლი­უ­მის ცი­ა­ნი­დის კვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ით­ვლე­ბა, რომ ხან­ვონ­გი მისი მე-15 მსხვერ­პლია.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია. მინ­და ვთქვა, რომ ჩემი შვი­ლი ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა და დღეს სა­მარ­თა­ლი აღ­სრულ­და,” – გა­ნა­ცხა­და მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დამ ტონგპინ კი­ა­ჩა­ნა­სი­რიმ სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სად­მი მსხვერ­პლე­ბის­გან ფუ­ლის სეს­ხე­ბით იკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ერთ-ერთი ქე­ი­სი მი­ხედ­ვით, მან მსხვერ­პლის­გან და­ახ­ლო­ე­ბით 6800 ფუნ­ტი ისეს­ხა, შემ­დეგ კი სამ­კა­უ­ლე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი მოჰ­პა­რა. ბო­ლოს მო­წამ­ლა და თა­ვი­დან მო­ი­შო­რა.

  • ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლი – სა­რა­რატ რანგსი­ვუ­ტა­პორ­ნი “ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებს ფულს სთხოვ­და… ხოლო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვ­დნენ, ის მათ კლავ­და”. ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ აქვს და­სა­ფა­რი ძა­ლი­ან ბევ­რი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი.

პო­ლი­ცი­ის თქმით, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის 15 მსხვერ­პლი­დან, ერთ-ერთი გა­დარ­ჩა. მას სა­რა­რა­ტი აი­ძუ­ლებ­და “სამ­კურ­ნა­ლო ბა­ლა­ხე­უ­ლი კაფ­სუ­ლე­ბი“ და­ე­ლია, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­წამ­ლა­ვი იყო. სა­ერ­თო ჯამ­ში, მას და­ახ­ლო­ე­ბით 80 და­ნა­შა­ულ­ში წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი.

2-წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა სა­რა­რა­ტის ყო­ფილ ქმარ­საც, პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვის­თვის ედა­ვე­ბო­და.

ცი­ა­ნი­დი ძლი­ერ მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა – შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლის შე­ტე­ვა. ად­რე­უ­ლი სიმპტო­მე­ბია თავ­ბრუს­ხვე­ვა, ქო­ში­ნი და ღე­ბი­ნე­ბა. იწ­ვევს ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას და კო­მას. მისი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა სა­სიკ­ვდი­ლოა. ტა­ი­ლან­დში ცი­ა­ნი­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მკაც­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა.