რა ღირს უმშვენიერესი კაბა და როგორი იყო საღამო: ლელა მებურიშვილი ბუკინგემის სასახლეში მეფესა და სამეფო ოჯახს შეხვდა

დღეს მივდივარ ბუკინგემის სასახლეში მეფესთან და სამეფო ოჯახთან მიღებაზე. უცნაურია, მაგრამ დაკვირვებული ვარ, ყოველთვის რაღაც ხდება, როცა მნიშვნელოვანი დღე გაქვს… ტაქსი არ მოვიდა, ავტობუსმა ჩამომსვა, გზა გადაკეტილია” – წერს ლელა მებურიშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

მოგვიანებით ქართველმა მსახიობმა შეხვედრის ფოტოები და დეტალები გამოაქვეყნა: “ფანტასტიკური, დაუვიწყარი საღამო ბუკინგემის სასახლეში აღმოჩნდა მოულოდნელობებით სავსე .ეს ფორმალური გარემო იმდენად გაამსუბიქეს და გაალამაზეს მასპინძლებმა რომ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. გვქონდა პატივი შევხვედროდით და გაგვესაუბრა მეფესთან და ასევე პრინც ვილიამთან”, – დაწერა მან. 

meburishvili
meburishvili

ლელა მებურიშვილმა ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ამერიკული ბრენდის, 21SIX FASHION Amelinda Royal Taffeta peplum dress მოირგო, რომლის ღირებულება 1,470 დოლარია. 

meburishvili_kaba

ლელა მებურიშვილი

ლელა მებურიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. წარმატებული კარიერის, საზოგადოების სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ლელამ ოჯახთან ერთად ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მსახიობი მეუღლესა და შვილებთან ერთად ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. 

“30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შვილი შემეძინა. ახლანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ასაკი იყო. მანამდე მაინც სხვა საფიქრალი გაქვს, გართობა, მოგზაურობის სიყვარული, ასევე, კარიერაში წინსვლა.

შეიძლება ამას სახელს არ არქმევდნენ, მაგრამ როდესაც ახალნამშობიარები ქალი დედასთან გადადიოდა საცხოვრებლად, ეს უკვე ნიშნავდა, რომ დახმარება სჭირდებოდა. დედა ეხმარებოდა შვილს ბავშვის გაზრდაში და ქალსაც ჰქონდა საშუალება, ფორმაში რომ ჩამდგარიყო. მე არც ერთი შვილის დაბადების შემდეგ არ მქონია დეპრესია, ძალიან მიყვარს პატარები,განსაკუთრებულად, თოთოები და კარგად მახსენდება ჩემი შვილების გაზრდის პერიოდი.პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მე და ჩემი მეუღლე რამდენიმე კვირა მარტოები ვიყავით ამერიკაში. გარშემო არავინ არ გვყავდა ოჯახის წევრი. სამშობიაროდან ორი დღის შემდეგ გამწერეს, მე და ჩემი მეუღლე ვისხედით და ვფიქრობდით, რა გვეშველება, ახლა როგორ მოვუვლით ამ პატარა არსებას-მეთქი, მაგრამ ამაზე ფიქრი ცოტა ხანს გაგრძელდა, ძალიან ადვილად ავუღეთ ალღო ყველაფერს და არ გაგვჭირვებია” – ამბობდა ლელა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლელა ახლა შვილებთან და მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. დროდადრო კი სამშობლოსაც სტუმრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი საქართველოში ჩამოსასვლელად მისი მშობლები არიან: საქართველოში, პირველ რიგში, ოჯახის – მშობლების და ძმების მონატრებით ჩამოვდივარ, რადგან ძალიან არ მინდა, მშობლებს, რომლებიც უკვე ასაკში არიან, ჩემი არყოფნით გული დავწყვიტო. ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლევან წულაძე ყოველთვის მაძლევს მის სპექტაკლებში მონაწილეობის საშუალებას.

“საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ასოცირდება მზესთან და სითბოსთან, იმ ადამიანებთან, ვინც მიყვარს და ვისთან ყოფნაც მიხარია.

რამდენიმე წლის წინ ჩემი ოცნება იყო, შევხვედროდი საინტერესო ადამიანებს, გამეცნო ისინი. მიხარია, რომ ეს ოცნება ამიხდა. ლონდონში ბევრ ცნობილ მსახიობს შევხვდი. ჰიუ გრანტი, ორლანდო ბლუმი… ძალიან დიდი შოკი იყო ჩემთვის და უდიდესი სიამოვნებაა მათთან საუბარი, გაცნობის შესაძლებლობა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინიც ნამდვილად ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არ გაგრძნობინებენ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწიეს.”