არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჰეტეროსექსუალი მამაკაცების უმრავლესობა ქალის მკერდს აღმერთებს. რა თქმა უნდა, ზოგს დიდი ზომის მკერდი მოსწონს და ზოგს პატარა, მაგრამ ეს უკვე წვრილმანებია. ქალის მკერდის დანახვის და შეხების სურვილი მთელი მსოფლიოს სხვადასხვა ასაკის, რასისა და რელიგიის მამაკაცებს აერთიანებს. მაინც რაში მდგომარეობს ასეთი მიზიდულობის საიდუმლო?
მკერდი და მამაკაცის ფსიქოლოგია
მამაკაცისთვის ქალის მკერდის მიმზიდველობის პირველი მიზეზი ჩვილობის ასაკიდან მომდინარეობს. ბავშვისთვის დედის მკერდი საკვებთან, სითბოსთან, უსაფრთხოებასა და კომფორტთან ასოცირდება.
ფსიქოლოგებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ჩვილობაში ძუძუთი კვებას მოკლებული მამაკაცებს, ქალის მკერდზე მეტად, მისი ლამაზი თმა, მკვრივი საჯდომი და წვრილი წელი მოსწონთ. ზოგადად, ქალის სხეულში მამაკაცს უამრავი ფაქტორი იზიდავს – სინაზე, ფორმა და ზოგჯერ მიუწვდომლობა.
მეორე მიზეზი ძალიან უჩვეულოა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცებს ქალის მკერდი იმიტომ იზიდავთ, რომ ის მამაკაცს არ აქვს. დიახ, ადამიანს ყველაფერი განსხვავებული და უჩვეულო მოსწონს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის ფაქტიც, რომ ქალის მკერდი ნერვული დაბოლოებებით სავსეა და ქალების უმეტესობისთვის ეს მკაფიოდ გამოხატული ეროგენული ზონა.
მამაკაცი, რომელიც ქალის მკერდს ასტიმულირებს, უძლიერეს უკუკავშირს იღებს და სასიამოვნო ემოციების განმეორებით მიღების სურვილი უჩნდება.
მკერდი და ფიზიოლოგია
მამაკაცი ბუნებაში ერთადერთი მამრი ძუძუმწოვარია, რომელსაც მკერდი სქესობრივი თვალსაზრისით იზიდავს. ამავე დროს, ქალი ერთადერთი მდედრი ძუძუმწოვარია, რომელსაც მკერდი სქესობრივი სიმწიფის დადგომისას ეზრდება და საერთოდ, ადამიანის გარდა, ბუნებაში არ არსებობს სულიერი, რომელიც სქესობრივი კონტაქტის დროს მკერდს ეფერება.
ბიოლოგებ-ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ ქალის დიდი მკერდი საკმარისი რაოდენობის ცხიმოვანი ქსოვილის არსებობის მანიშნებელია. ეს კი ნიშნავს, რომ ქალი ჯანმრთელია და მასავით ჯანმრთელი შვილების გაჩენა შეუძლია. იგივე ბიოლოგებს ქალის მკერდთან დაკავშირებით კიდევ ერთი უცნაური ჰიპოთეზა აქვთ. ზოგ მათგანს მიაჩნია, რომ მამაკაცს დიდი მკერდი იმიტომ იზიდავს, რომ ის დუნდულებს ჰგავს. უძველეს დროს, პრიმატებში და მათ შორის ადამიანის წინაპრებში, შეჯვარება „უკან პოზიციაში“ ხდებოდა, ამიტომ, დუნდულები სხეულის ყველაზე სექსუალური ნაწილად ითვლებოდა.
მას შემდეგ, რაც მოხრილი ადამიანი წელში გაიმართა, დუნდულებმა თანდათან მიმზიდველობა დაკარგა. სამაგიეროდ, ევოლუციამ ქალის მკერდის მიმზიდველად წარმოჩენაზე დაიწყო მუშაობა და მამაკაცებმაც ახალი წესები მიიღეს.
***
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კიდევ უამრავი სხვა ახსნა არსებობს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი რამ უდავოა – ყველა მამაკაცს შეუძლია ქალის მკერდისადმი მიზიდულობა საკუთარი, ყველასგან განსხვავებული მიზეზით ახსნას.