2003 წლის 23 ნოემბერს, მოვიდა შუქი და აღარ ჩაქრა… გაუმარჯოს ყველა ადამიანს, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმ დღეებში და განსაკუთრებით გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს”

„გაუმარჯოს ყველა ადამიანს, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმ დღეებში და განსაკუთრებით გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.

ტელეწამყვანი 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციიდან გასულ 21 წელს ეხმაურება და საზოგადოებას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს:

„2003 წლის 23 ნოემბერს, მოვიდა შუქი და აღარ ჩაქრა” (Repost)
გაუმარჯოს ყველა ადამიანს, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმ დღეებში და განსაკუთრებით გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს. წმინდა გიორგის ძალა ფარავდეს საქართველოს და თავისუფლების ყველა მცდელობას“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ტელეწამყვანი „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში თან ურთავს მიხეილ სააკაშვილის ფოტოს.