„რას ამბობთ ხალხო, რა 700 ლარი ერთი ღამე?!” – რისმა ფასმა აღაშფოთა თათია სულუაშვილი?

იუმორისტი თათია სულუაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც გაოცებულია ბაკურიანის ფასებით.

“გადავწყვიტე, რომ დეკემბრის თვეში ბავშვები ბაკურიანში წამეყვანა დასასვენებლად და კოტეჯის ფასი 1 ღამე 700 ლარი. რას ამბობთ ხალხო, რა 700 ლარი ერთი ღამე?! ამიტომ გავაუქმე ყველაფერი და მივდივარ ავსტრიაში. რა ვქნა, ჩემს ქვეყანაში ჩემი ადგილი არ ყოფილა” – ამბობს თათია ვიდეოში.