ეზრა ფრიმენს სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი კარგად იცნობს. ამერიკაში მცხოვრები გოგონა საქართველოზე ვიდეოებს ხშირად დებს და ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის საუბრობს, რომ სინამდვილეში ქართველია და მისი ნამდვილი სახელი ნატა გვასალიაა.
გადაცემაში “სხვა რაკურსი” ის საკუთარ ისტორიას ჰყვება.
“მე ვარ ეზრა ფრიმენი და გვასალია ერთდროულად. მე ზუგდიდიდან ვარ. ტრადიცია, საჭმელი, ჩემი ოჯახი… ძალიან ძალიან ძალიან მიყვარს ზუგდიდი.
დავიბადე თბილისში. 6 თვის ვიყავი, როდესაც ჩემს ამერიკელ მშობლებთან მოვხვდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს ჩემთან შეხვედრა არ უნდოდა. ვიცოდი ისიც, რომ არსებობდა ასეთი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ერქვა.