აქციაზე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, კერძოდ ჩიტაძის ქუჩაზე, “ტვპირველის” ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა.

როგორც ტელეკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მარიამ გაფრინდაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.