ვინც ეს პატარა ასე მწარედ მოატყუა, იმას არ ენახოს მეტი სიმართლე“ – ბაია კვიციანი ბიჭზე, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის შემოსვლის ეშინია

განათლების მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ბაია კვი­ცი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ, 13 წლის ბი­ჭის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

სადაც ბავშვი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ცრემლებით საუბრობს.

„არ შე­მიძ­ლია ემო­ცია დავ­მა­ლო, რომ რუსი მო­ნე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვარ. იმის­თვის იბ­რძო­ლა ბა­ბუ­ა­ჩემ­მა და მის­მა ბა­ბუ­ამ, რომ მე აქ ვიდ­გე? – თუ იმის­თვის, რომ მე ახლა ლო­გინ­ში ტკბი­ლად მე­ძი­ნოს და იმის შიში არ მქონ­დეს, რომ რუ­სე­თი მო­ვი­დეს და რუ­სებ­მა და­მარ­ბი­ოს. ესე­ნი არი­ან მო­ნე­ბი, ამათ­თან სა­უ­ბარს აზრი არ აქვს. რუ­სე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან. ოდით­გან­ვე ასე იყო, რომ რუ­სე­ბი იყ­ვნენ სა­ზი­ზღრე­ბი, დე­მო­ნე­ბი, უპატ­რო­ნო ძაღ­ლებს უფრო მეტი შეგ­ნე­ბა აქვთ, რომ ჩვენ დაგ­ვიც­ვან, ძაღ­ლე­ბიც ხვდე­ბი­ან, რომ ესე­ნი არი­ან ეშ­მა­კე­ბი და დე­მო­ნე­ბი“ – ამ­ბობს ბავ­შვი.

ბაია კვი­ცი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ბავ­შვე­ბი მო­ტყუ­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან.
„შე­ეშ­ვით ბავ­შვებს. მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ასე მო­ტყუ­ე­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და მათი შეცდომაში შეყ­ვა­ნა და მათ პარ­ტი­ულ აქ­ტი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა.

ვინც ეს პა­ტა­რა ასე მწა­რედ მო­ა­ტყუა, იმას არ ენა­ხოს მეტი სი­მარ­თლე ცხოვ­რე­ბა­ში.

მცდარ, გა­მო­გო­ნილ აღ­ქმებ­ზე და მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბა­ზე რომ ამ­ყა­რებთ ხალ­ხის ნდო­ბას, მა­გი­ტომ აგებთ არ­ჩევ­ნებს, აქაც და მსოფ­ლი­ო­ში. ბო­ლოს სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის ირ­კვე­ვა.“ – წერს ბაია კვიციანი.