4 აპლიკაცია, რომლებითაც ხალხმრავლობაში ინტერნეტის გარეშე კონტაქტს შევძლებთ

ფოტო: GeckoandFly

Briar მობილურებს Bluetooth-ის ან Wi-Fi-ს მეშვეობით აკავშირებს. იგი უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი საკომუნიკაციო აპლიკაციაა.

განსხვავებით ტრადიციული საშუალებებისგან (მეილი, ტვიტერი ან ტელეგრამი), Briar ცენტრალურ სერვერს არ იყენებს — შეტყობინებები პირდაპირ მომხმარებელთა მოწყობილობებში მოდის სინქრონში. ინტერნეტის გათიშვისას აპლიკაცია Bluetooth-ის ან Wi-Fi-ს გამოყენებით აგრძელებს შეტყობინებების მიმოცვლას, ხოლო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში კი მას ეს Tor network-ის მეშვეობით შეუძლია.

შეტყობინებები დაშიფრულია. ისინი მხოლოდ მოწყობილობებზე ინახება და არა ქლაუდზე.

4. White Mouse Private Messenger

ხელმისაწვდომია Android-ზე.

ფოტო: GeckoandFly

White Mouse Chat აპლიკაციაა, რომელიც ინტერნეტის გარეშე მუშაობს. მას end-to-end დაშიფვრაც აქვს და შეტყობინებების გაგზავნა დაახლოებით 100 მეტრის რადიუსში შეუძლია.

უფრო ზუსტად, შესაძლებელია ტექსტური შეტყობინებების, ფოტოების, ფაილების, აუდიოჩანაწერებისა (მათი მოსმენა 2x სიჩქარითაც შეგიძლიათ) და ვიდეოების გაგზავნა; ასევე, ვიდეოზარითა თუ ხმოვანი ზარით დაკავშირება.

შეტყობინებები მხოლოდ მომხმარებლის მოწყობილობაში ინახება — არა ქლაუდზე ან სერვერზე. აპლიკაცია მხოლოდ იმ პირად ინფორმაციას იყენებს, რომელიც მისი მუშაობისთვის არის საჭირო. შესაძლებელია მობილური ნომრის გარეშე დაკავშირება.


თავისთავად, მსგავს სიტუაციებში საკომუნიკაციოდ, გარდა ამ ოთხისა, სხვა პროგრამებიც არსებობს. კარგი იქნება, თუ კომენტარებში გაგვიზიარებთ, თავად რომელ აპლიკაციებს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ.