პირველად, 13 წლის ასაკში გავთხოვდი, მეუღლე ჩემზე 20 წლით უფროსი იყო… მწერენ ხოლმე, რომ სურთ ფოტოსესია მომიწყონ, მაგრამ შემდეგ საუბარი სხვა გზით მიჰყავთ”

იყ­ვნენ ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ბარ­მე­ნე­ბი, მხატ­ვრე­ბი და რამ­დე­ნი­მე პო­ე­ტიც კი. ჩვენ ვი­ცით, რა გან­ცდაა რუ­სეთ­თან ომი“, – ამ­ბობს ნანა ტო­მა­რა­ძე და იხ­სე­ნებს 2008 წელს, რო­დე­საც რუ­სუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია მოახდინა… ბრი­ტა­ნუ­ლმა გა­მო­ცე­მამ – The Time ვრცელი სტა­ტი­ა მიუძღვნა იმ უცხო­ელ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბრძოდნენ. სტა­ტი­ა­ში სა­უ­ბა­რი იყო ქარ­თველ მებ­რძოლ ქა­ლებ­ზეც – ნანა ტო­მა­რა­ძე­სა და და­რე­ჯან მა­ი­სუ­რა­ძე­ზე.

“უკ­რა­ი­ნა­ში ბევ­რი უცხო­ე­ლი ქალი იმ­ყო­ფე­ბა, რად­გან ისი­ნი არ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მხო­ლოდ მა­მა­კა­ცებ­მა უნდა იბ­რძო­ლონ. თე­ბერ­ვალ­ში, რო­დე­საც ომი და­ი­წყო, 31 წლის ქარ­თვე­ლი ნანა ტო­მა­რა­ძე თბი­ლის­ში, სახ­ლში, თა­ვის 8 წლის ვაჟ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და და ომში წასვლა გადაწყვიტა“, – წერს The Time.

ნანა ტომარაძის რუსეთ-უკრაინის ომში ბრძოლას არაერთი სტატია მიეძღვნა. ამჯერად მას პროფესიებზე, მოდელობაზე, მხატვრობაზე, დედობასა და პირად საკითხებზე გავესაუბრეთ…

nana-tomaradze-8-1687946523.jpg

ნანა, როგორც ვიცი, სამოდელო სფეროში იყავით, “მის საქართველოს” კონკურსის შესარჩევ ეტაპებშიც მონაწილეობდით…

– დაახლოებით 11 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოში ცოტა ხნით დავდიოდი. ფოტოც მაქვს შემორჩენილი, ბავშვობაში პოდიუმზე რომ გამოვედი ერთ-ერთ ჩვენებაზე… ვინაიდან ყველაფერი ფინანსებთან იყო დაკავშირებული, იმ პერიოდში ოჯახს გვიჭირდა და სამოდელო სფეროში ჩემი კარიერის აწყობის პროცესი შეწყდა…

13 წლის ასაკში გავთხოვდი, გავიპარე, 14 წლის მალევე გავხდი. პირველ მეუღლესთან, რომელიც ჩემზე 20 წლით უფროსი იყო, 4 წელი ვიცხოვრე და ძირითადად, სახლსა და თეატრში მიწევდა ყოფნა, რადგან მსახიობი იყო და მას დავყვებოდი. ის წლები ასეთი ჩაკეტილი ცხოვრებით ვიცხოვრე… იმ პერიოდში ჩემი მაშინდელი მეუღლის დედინაცვალი ჩამოვიდა თურქეთიდან, რომელსაც ძალიან შევუყვარდი. ერთად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით, ჩემთვის მეორე დედასავით იყო. მან მირჩია, ია კიწმარიშვილთან „მის საქართველოს“ შესარჩევ ქასთინგზე მივსულიყავი… ქასთინგი წარმატებულად გავიარე და ამირჩიეს – „მის საქართველოს“ კონკურსზე უნდა გავსულიყავი, მაგრამ ეს ამბავი ეგრეთ წოდებულმა მეუღლემ რომ გაიგო, აღარაფრით გამიშვა. ხომ შეიძლებოდა, გამემარჯვა, ან რამე ტიტული მიმეღო? თუნდაც მონაწილის სახელი მქონოდა… ასე გადაწყვიტა ჩემი დამალვა. იმიზეზებდა, გათხოვილი გოგო ხარ და რომ გაიგონ, დაგაჯარიმებენო. რეალურად, ხელი მოწერილი არ გვქონდა, არც ჯვარი დაწერილი, ცოლ-ქმარი მხოლოდ სიტყვიერად ვიყავით… მისი დედინაცვალი კი მეუბნებოდა, არ უთხრა, შენი გაიტანეო, მაგრამ მე მაინც ვერ მოვატყუე და ასე ბავშვურად მივენდე. მაშინ 17-18 წლის ვიყავი… ძალიან გული მეყდება, მაგ მიმართულებით რომ არ წავედი და შანსი არ გამოვიყენე.

გარკვეული შემოთავაზებები ახლაც მაქვს, მწერენ, რომ სურთ ფოტოსესია მომიწყონ, მაგრამ შემდეგ საუბარი სხვა გზით მიჰყავთ. ამაზე ვბრაზდები და უკვე არაერთი კონფლიქტი მომივიდა. არ მიყვარს, როცა საქმეს რაღაც არაწესიერებაში ურევენ, განწყობა მიფუჭდება. საწყენია, რომ მოდელებს ასე აღიქვამენ, თან როგორ ვერ ხვდებიან, რომ პატარა გოგო აღარ ვარ და ჩემი მოტყუება ადვილი არ იქნება?! არადა, ფოტოსესიები ძალიან მომწონს, ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა კი მქონია…

nana-tomaradze-4-1687946057.jpg

ახლახან, ფილმში, მასიურ სცენაში მქონდა შემოთავაზება. მეძავის როლი უნდა მეთამაშა. ფილმი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რა როლიც არ უნდა იყოს. ამიტომაც მყისიერი უარი არ ვთქვი, დავთანხმდი, მაგრამ დეტალებით დავინტერესდი… როდესაც დეტალები არ ამიხსნეს, რა როგორ ვითარდებოდა, ამის გამო უარის თქმამ მომიწია. ამაზეც ძალიან გული მწყდება, ფილმში მონაწილეობა რომ არ მოხერხდა…

ახლაც რაღაც რეკლამაზე მიმიწვიეს და ვემზადები. ჩემით ვიკეთებ ფრჩხილს, თმას, მაკიაჟს…

ძალიან დიდი ხნის წინ, ვცეკვავდი კიდეც, ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ისევ ვცეკვავ, მაგრამ ასე აღარ არის.

nana-tomaradze-5-1687946591.jpg

– როგორც მხატვარი, დღეს რამდენად რეალიზებული ხართ?

– რაც შეეხება მხატვრობას, შემოქმედებითი პროცესი ამ კუთხით შეჩერებულია… ჩემს წარმოსახვას, ხელებს, ყველაფერს პაუზა აქვს. ცოტა არ იყოს, აქ თავს დაკარგულად ვგრძნობ. დავიწყებ ხატვას, მაგრამ ვერ ვაგრძელებ… ჯერ კიდევ იმას ვფიქრობ, ჩემი ნახატები სად დავკიდო, ერთ ოთახში ვარ და ადგილი არაფრისთვის რჩება… რაღაც პროექტები მაქვს და ძალიან მინდა, განვახორციელო, ვხატო, შემოქმედებას მივეცე, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება…

ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ წავიდეთ საქართველოდან ბავშვთან ერთად და სადმე ჩავბარდეთ. იქნებ, სხვაგან უფრო შევძლო, რომ ჩემი მხატვრობით წინ წავიდე. აქ ვერანაირად მოვახერხე. ცოტა ხანს მშრალ ხიდზეც ვიყავი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო… მხატვრობა მომწონს. მინდა ქანდაკებებიც შევქმნა. ფინასურ მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ყოველდღიური, ყოფითი საკითხები გადარდებს, შემოქმედებას თავს ვეღარ აბამ… არ ვარ იმდენად ძლიერი, რომ სახლზეც, შვილზეც, შემოქმადებაზეც ერთდროულად ვიზრუნო…

nana-tomaradze-7-1687946680.jpg

სიმდიდრე არასოდეს მინატრია, მაგრამ მინდა იმდენი შესაძლებლობა მქონდეს, საყვარელ ადამიანებს საჩუქრები მივუძღვნა, მიუსაფარი ცხოველები გამოვკვებო, შვილთან ერთად სადმე წავიდე ბუნების წიაღში, ვისაუბროთ, ვხატოთ, ღმერთთან ახლოს ვიყოთ… აგარაკი რომ მქონდეს, წავიდოდი და იქ დავხატავდი, დავწერდი კიდეც, დიდი სიამოვნებით, დაახლოებით ორი თვე ისე დავისვენებდი, ტელეფონს, ინტერნეტს საერთოდ გავთიშავდი. მხოლოდ მუსიკას მოვუსმენდი, თავს ბუნებას მივუძღვნიდი და რასაც ვიგრძნობდი, ყველაფერს დავხატავდი.

ზოგადად, ძალიან დეპრესიულ პიროვნებად მიცნობენ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ გულჩათხრობილი ვარ, ბევრი ფიქრი მიყვარს. ძალაუნებურად, ადამიანების ქცევებს ვაკვირდები. სულ მეტროთი გადავადგილდები და მეტროში ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მხვდება… მიკვირს, ვიღაცეები რომ თაკილობენ, ვაიმე, მეტროთი ვმგზავრობ, ეს რა დამემართაო. მეტრო მშვენიერია და იქ ბევრ საინტერესო პიროვნებას შეხვდებით.

nana-tomaradze-6-1687946643.jpg

– ქორწინებაში იმყოფებით, გვიამბეთ თქვენს პირად ცხოვრებაზე…

– დიახ, ერთი წელია… შოთა ძალიან კარგი ადამიანია და მინდა, მთელი ცხოვრება ერთად ვიყოთ. ეს ის ქართველი კაცია, ვინც ისეთი მიმიღო, როგორიც ვარ.

სამწუხაროდ, დედამისმა და მისმა ოჯახმა ცივად მიმიღეს, რაც ძალიან მაღელვებს. დედამთილს წერილებიც მივწერე, ვთხოვდი, ჩემთვისაც გაეგო. არ ვიცი, რა დავუშავე და იმედია, ჩვენი ურთიერთობა შედგება. მას დიდ პატივს ვცემ, აფხაზეთიდან დევნილია, ომის ვეტერანი, გმირი დედა… სამწუხაროა, რომ ვერ გაგვიგეს, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს გაიგებენ…

nana-tomaradze-3-1687946119.jpg

– თქვენც თავდადებული დედა ხართ…

– დედობას რაც შეეხება, მაგალითად მე, ჩემი შვილისთვის დედაც ვარ და მამაც… გაჩენის დღიდან მხოლოდ მე ვზრუნავ მასზე. მამამისი საზღვარგარეთ არის და ეს ცალკე ისტორიაა… ყველანაირი პასუხიმსგებლობა ჩემზე იყო, რაც ძალიან რთულია. თუმცა როცა შვილი წამოიზრდება და დედაც იმ პატარა ასაკის პერიოდს გადალახავს, ყველაფერი უფრო მარტივდება… მე და ჩემს შვილს ძალიან გულღია დამოკიდებულება გვაქვს, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. ყველაფერს ვერ მოვუყვები, ჯერ პატარაა, 10 წლის გახდება, მაგრამ მიცნობს, როგორი ვარ. დიდ პატივს მცემს, ჩემ მიმართ რიდი აქვს, ამავდროულად, მეგობრულიცაა. ამის გამო, კიდევ უფრო ვაფასებ და ჩემი შვილი განსაკუთრებულად მიყვარს… სხვადასხვა ენაზე ვესაუბრები, თავად ვასწავლი. ვიცი ქართული, რუსული, ინგლისური, მესმის – თურქული, სომხური, იტალიური… მინდა, ბევრი იმოგზაუროს და სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გაეცნოს.

დრო რომ გავა, დავსხდებით და გავიხსენებთ, როგორ გადავლახეთ ყველაფერი, ერთად რომ გავიზარდეთ. შეიძლება ახლა ჩემს შვილს იმდენს ვერ ვაძლევ, რაც რეალურად მინდა მისთვის გავაკეთო, მაგრამ მჯერა, რომ ადამიანს როცა მიზანი აქვს, აუცილებლად განახორციელებს. მე რაც ვერ შევძელი, გაბრიელი შეძლებს!