აღარც მე ვაპირებ გაჩუმებას…” – რა ხდება თამთა სანიკიძის გარშემო პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ: რა გაუხსენეს ჟურნალისტს და როგორია მისი პასუხი

გუშინ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­და. ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენტს ინ­ტერ­ვიუ ჩა­მორ­თვა არ­ხის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სახე თამ­თა სა­ნი­კი­ძე გახ­ლდათ.

  • ჩა­ნა­წე­რის გას­ვლის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლისტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა კი­თხვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და­უ­წუ­ნა, ასე­ვე წერ­დნენ, რომ სა­ნი­კი­ძეს და­კი­თხვა­ზე ჰყავ­და პრე­ზი­დენ­ტი.
  • სა­ნი­კი­ძეს ასე­ვე შე­ახ­სე­ნეს, რომ ის პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რძა­ლია. წლე­ბია რაც სა­ნი­კი­ძე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის დის შვილ­ზე, შმა­გი კო­ბა­ხი­ძე­ზე, წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. წლე­ბის წინ, რო­დე­საც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის პოს­ტი­დან პირ­ვე­ლად გა­დად­გა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მის შემ­ცვლე­ლად ივა­ნიშ­ვი­ლის დის შვი­ლი შმა­გი კო­ბა­ხი­ძე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი გახ­ლდათ, მე­დი­ას­თან ამ­ბობ­და:

“შმა­გის ვიც­ნობ, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ არ მგო­ნია, რომ ამ თე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა გან­ვი­ხი­ლავ­დეთ. არ მგო­ნია, რომ ან მას უნ­დო­დეს ეს ან ვინ­მე გა­ნი­ხი­ლავ­დეს ამ თე­მას.”

ინტერნეტში აქამ­დე არ იძებ­ნე­ბა შმა­გი კო­ბა­ხი­ძის არ­ცერ­თი ფოტო.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე თე­მას, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტთან ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ თამ­თა სა­ნი­კი­ძის გარ­შე­მო კი­დევ ერთხელ აგორ­და, აქამ­დე ბევ­რჯერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რია, რო­მელ­საც თა­ვად ჟურ­ნა­ლის­ტი ყვე­ლა ჯერ­ზე უარ­ყოფს. ამ ამ­ბის სხვა­დას­ხვა ვერ­სია აქამ­დეც არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, ამ­ჯე­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბას პო­ლი­ტი­კოს­მა ნიკა ვა­ჩე­იშ­ვილ­მა მო­უყ­ვა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ თამ­თა სა­ნი­კი­ძე წლე­ბის წინ, გარ­დაც­ვლი­ლი მხატ­ვრის ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ნო­მერს ეძებ­და, რაღა მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რა.

– ერთხელ ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის უც­ნო­ბი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­და­სა­რე­ვი ალ­ბო­მი გა­მო­ვე­ცით და გა­ვა­პი­ა­რეთ. ეს თამ­თა სა­ნი­კი­ძე რე­კავ­და გა­უ­თა­ვებ­ლად, გინ­და თუ არა ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნი მო­მე­ცით, უნდა ჩავ­წე­როო. აქამ­დე არ ვყვე­ბო­დი ამას. აღარ მაქვს და­მალ­ვის სურ­ვი­ლი.

პოსტს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი აქვს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ეს ამ­ბა­ვი მუ­ზე­უმ­ში, ახვლე­დი­ა­ნის ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა­ზე მოხ­და.

ვა­ჩე­იშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სი გა­ა­ზი­ა­რა თამ­თა სა­ნი­კი­ძემ და და­წე­რა:

– მრა­ვალ­წლი­ა­ნი ცი­ლის­წა­მე­ბის და ჩემი დუ­მი­ლის შემ­დეგ აღარც მე ვა­პი­რებ ამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ სიც­რუ­ე­ზე გა­ჩუ­მე­ბას. ნა­თია მურ­ა­ჩაშ­ვი­ლი, ვე­ლო­დე­ბი შენს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე ყოფ­ნი­სას ნა­თია მურ­ა­ჩაშ­ვი­ლი სა­ა­გენ­ტოს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის გახ­ლდათ.