საშინელი ზეწოლა მსახიობებზე – “ან ახლა იტყვით, რომ მო­დი­ხართ “იმე­დი­დან” და ემიჯნებით ძალადობას, ან ყველა დღე სირცხვილში გაატარებთ”

ცოტა ხნის წინ ჟურ­ნა­ლის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა ბექა მა­ი­სუ­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი და­წე­რა და იმ მსა­ხი­ო­ბებ­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს მი­მარ­თა, ვინც ამ დღე­ებ­ში დუმ­და. მათ შო­რის არი­ან ნა­ნუ­კა გუ­ლუა, სა­ლო­მე შარ­ვა­ძე, დუტა სხირტლა­ძე, თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე, თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დუტა სხირტლა­ძე ერ­თა­დერ­თია მათ­გან, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე იდგა. ის აქ­ცი­ა­ზე ბაჩო ქა­ჯა­ი­ას­თან და ლაშა გურ­გე­ნი­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ფოტო სწო­რედ გურ­გე­ნი­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“Nanuka Gulua Salome Sharvadze Tatuli Edisherashvili Tamuna Nikoladze Duta Skhirtladze ან ახლა გა­მოხ­ვალთ და იტყვით, რომ მო­დი­ხართ “იმე­დი­დან”, ან ახლა გა­მოხ­ვალთ და ხმა­მაღ­ლა იტყვით რომ ემიჯ­ნე­ბით იმ ძა­ლა­დო­ბას რა­საც რუსი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა სჩა­დის ყო­ველ­დღე, ან არა­და ყვე­ლა თქვე­ნი დღე სირ­ცხვილ­ში მო­გი­წევთ გა­ა­ტა­როთ.

სხვა და­ნარ­ჩენ­მა, “ინფლუ­ენ­სე­რი­თა” და უნი­ჭო მსა­ხი­ო­ბე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ვი­თომ ხე­ლო­ვა­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, უკვე გა­მო­უ­ტა­ნეს სა­კუ­თარ თავს გა­ნა­ჩე­ნი. თქვენ ჯერ კი­დევ გე­ლით ხალ­ხი” – წერს მა­ი­სუ­რა­ძე.