საქართველოში მე-9 დღეა მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს.
პროტესტს უკვე შეუერთდა თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი.
„ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, აპროტესტებენ მსახიობებიც.
ისინი აქტიურად მონაწილეობენ აქციებში, სოციალურ ქსელში კი მკაფიოდ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. „გავიფიცე“ – წერს მსახიობთა დიდი ნაწილი პირად გვერდებზე.
პროტესტს უერთდება მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც შოუბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენლის სალომე გოგიაშვილის კომენტარს პოსტის სახით გვიზიარებს.
„მართლა ვერავის ვერ ვცნობ და ვინ არიან ან საიდან იფიცებიან?“ – კითხულობს სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში, რაზედაც ნანკა კალატოზიშვილი ასე პასუხობს:
„თეატრში უნდა დადიოდე და არა შოპინგზე მაშინ იცნობ!“ – აღნიშნავს ნანკა.