ხელი ჰკრა და შემდეგ იცინოდა” – რა დეტალები ხდება ცნობილი მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მგზავრის ლიანდაგში ჩავარდნის შესახებ: დაკავებულია ერთი პირი

დღეს სა­ღა­მოს მეტ­რო­სად­გურ “სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავ­რი ლი­ან­და­გებ­ში ჩა­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ უც­ნობ­მა პირ­მა მა­მა­კაცს ხელი ჰკრა, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ლი­ან­და­გებ­ში ჩა­ვარ­და.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი მგზავ­რი 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, უც­ნობ­მა პირი, რო­მელ­მაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემ­დეგ იცი­ნო­და. მან ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა მეტ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა და ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.