არ მჯერა რომ საკუთარ დაბადების დღეზე კუბოზე ვწერ პოსტს.. ყველანაირი პროტესტის ფორმა მესმის, მაგრამ სასახლის, ანუ გარდაცვლილის ბოლო სახლის დაწვა, არაფრით არ იწვევს ჩემში აღტაცებას“ – ნინი შერმადინი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სასახლის დაწვა, სოციალურ ქსელში განხილვის თემა გახდა.

მომღერალი ნინი შერმადინი მათ შორისაა, ვინც გარდაცვლილი ადამიანის ბოლო სახლის დაწვით პროტესტის გამოხატვას, არ მიესალმება.

„არ მჯერა რომ საკუთარ დაბადების დღეზე კუბოზე ვწერ პოსტს, მაგრამ ესე შერჩევით ვერ იქნება ჩემი პოსტები მაპატიეთ ბავშვებო, მეგობრებო, ჩემო გულანთებულო ქართველებო.

ყველანაირი პროტესტის ფორმა მესმის, მაგრამ სასახლის, ანუ გარდაცვლილის ბოლო სახლის დაწვა, არაფრით არ იწვევს ჩემში აღტაცებას და მით უმეტეს იუმორისტულად ვერ ვუყურებ.

პროტესტს სატანისტურ რიტუალს ნუ დაამსგავსებთ გთხოვთ, გთხოვთ სიბრაზემ არ გაჯობოთ და კიდევ უფრო ნუ მისცემთ საბაბს ხალხს თქვენი ლანძღვის. მაპატიეთ, შეიძლება თქვათ, ეგდე შენ მანდ, არავინ გეკითხება მოდი და აქ დადექიო, სწორიც იქნება, მე არ მაქვს უფლება აქედან ვინმეს მორალი გიკითხოთ, ან რამე მოგიწოდოთ ან რამე გასწავლოთ, შობა მოდის და კუბოს დაწვის მაგივრად ქაშუეთთან ვილოცოთ, ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს! ვილოცოთ სიყვარულისთვის, მშვიდობისთვის, მთლიანობისთვის, გავრწყინებისთვის, მიტევებისთვის. უფალი დიდია და მის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება. გვჯეროდეს მისი წყალობის და აუცილებლად გადმოგვხედავს.
მიყვარხართ მთელი გულით! გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთმა გვიშველოს და მოგვიტევოს ყველას ჩვენი ცოდვები ამინ!“ – წერს ნინი შერმადინი.