ნანუკა ჟორჟოლიანი ნატო გელაშვილს მიმართავს – “გავიგე გიდარდია, რომ…”

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ნატო გელაშვილს მიმართავს:

“გავიგე ჩინურ კუბოზე გიდარდია და დარწმუნებული ვარ გელათზეც დარდობ. დაგვიწერე შენი ფიქრები გელათის ნგრევაზე აქვე, კომენტარებში დავდებ ჩინური კუბოს ფოტოსაც,” – წერს ჟორჟოლიანი.

გუშინ, მომღერალმა ნატო გელაშვილმა რუსთაველზე, კუბოს დაწვის შესახებ დაწერა:

“დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო..ვისაც სასახლის( კუბოს)სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას…

ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…არასოდეს დაწვათ ქრიტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ

უნდა გძულდეთ მე მჯერა რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას”, – დაწერა გელაშვილმა.

ცნობისთვის, დემონსტანტებმა რუსთაველის გამზირზე ხის კუბო მიიტანეს, ნაძვის ხესთან დადგეს და მას ცეცხლი მოუკიდეს. კუბოში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტულები და ყვავილები იყო განთავსებული.