ნიკა წულუკიძე იმასაც ვერ ბედავს, რომ ეთერიდან დაგმოს… აი, ეს არის ჩემთვის ტრაგედია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლა ოპე­რა­ტორს, რო­მე­ლიც აქ­ცი­ა­ზე მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბენ.

ასე­ვე მად­ლო­ბას უხ­დის ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბი და­ტო­ვეს.

“რუს­კა (მა­ყაშ­ვი­ლი) იქ­ნე­ბა, დუტა, თუ სხვა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რე­პუ­ტა­ცი­ის ხარ­ჯზე ასულ­დგმუ­ლე­ბენ არხს, რო­მე­ლიც არის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი – ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ნიკა წუ­ლუ­კი­ძეს მოს­წონს ეს, მაგ­რამ დღეს მარ­ტო იმით შე­უძ­ლია შე­მო­ი­ფარ­გლოს, რომ “თა­ვი­სუფ­ლე­ბა ან­დროს” და­წე­როს.

დღეს, იმ არხზე მუ­შა­ობს ჩვე­ნი უსაყ­ვარ­ლე­სი ნიკა წუ­ლუ­კი­ძე და იმა­საც ვერ ბე­დავს, რომ ეთე­რი­დან დაგ­მოს. აი, ეს არის ჩემ­თვის ტრა­გე­დია. ვიცი, ნი­კას რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ და ზუს­ტად იცის, რო­გორ გვიყ­ვარს ჩვენ.

მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნიკა და ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ უნდა ხვდე­ბო­დეს, რომ თა­ვი­სი კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ით, კარ­გი ადა­მი­ა­ნო­ბით ის არ იმ­სა­ხუ­რებს, რომ მისი ცნო­ბა­დო­ბით ესე­ნი რე­ი­ტინგს იწერ­დნენ” – გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა “ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.