თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ახალ წელს ართმევთ” – ლაშა ტალახაძე “ტვ პირველის” ჟურნალისტს

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ცოტა ხნის წინ დე­პუ­ტა­ტე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი მო­ქა­ლა­ქე­თა იმ ნა­წილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ.

გენო პეტ­რი­აშ­ვილ­მა “ტვ პირ­ველს” გა­ნუ­ცხა­და, რომ მათ­თან კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებ­და, “სა­ნამ მათ ამომ­რჩევ­ლებს პა­ტივს არ სცემ­დნენ”. ხოლო ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ აღ­ნიშ­ნა:

“თქვენ ხართ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ბავ­შვებს ახალ წელს არ­თმევთ, მაგ­რამ არ გა­მო­გი­ვათ”.

ასე­ვე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე. მან ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ღო­ნის­ძი­ე­ბის გამო ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, დაშ­ლის­კენ მო­უ­წო­და.

დღეს, პარ­ლა­მენ­ტის წინ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ი­დო. რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ად­გილ­ზე უკვე ჰქონ­და ად­გი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ას, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.