150-მეტრიან ხრამში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა… – მსოფლიო მოდის ცნობილი ბრენდის, Mango-ს დამფუძნებელი 71 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა

მსოფლიო მოდის ცნობილი ბრენდის, Mango-ს დამფუძნებელი, ისაკ ანდიკი ბარსელონასთან მდებარე მღვიმეების დალაშქვრისას გარდაიცვალა. 71 წლის ანდიკი 150-მეტრიან ხრამში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ანდიკის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს.

ანდიკმა Mango 1984 წელს, თავის ძმასთან ერთად დააარსა. ბრენდი დღეს 120 ქვეყანაში, 3000 მაღაზიითაა წარმოდგენილი. Forbes-ის შეფასებით, ანდიკის ქონება 4,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.