კონტაქტზე რომ აღარ გამოვიდა, წავედი გუდაურში… იქ უკვე პოლიცია მუშაობდა” – ტრაგედიის დეტალები: რას ჰყვება დაღუპულის ძმა

უმძიმესი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში პო­ლი­ცი­ამ 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი 25 წლის ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან 11 – უცხო ქვეყ­ნის, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.რო­გორც ირ­კვე­ვა, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეს ახა­ლი გუ­და­უ­რის ასას­ვლელ­თან მარ­სა­გიშ­ვი­ლე­ბის კერ­ძო სახ­ლი ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი, სა­დაც პირ­ველ სარ­თულ­ზე იყო ინ­დუ­რი რეს­ტო­რა­ნი “ჰა­ვე­ლი”, მე­ო­რე სარ­თულ­ზე კი – რეს­ტორ­ნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი, სა­დაც ღა­მით ეძი­ნათ. სწო­რედ მე­ო­რე სარ­თულ­ზე დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია.

ცხედ­რე­ბი ტაქ­სის მძღოლ­მა იპო­ვა, რო­მე­ლიც ობი­ექტს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით ამა­რა­გებ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12 ადა­მი­ა­ნი გე­ნე­რა­ტო­რის გა­მო­ნა­ბოლ­ქვით გა­ი­გუ­და.

ირ­კვე­ვა, რომ გუ­და­ურ­ში ინ­დო­ე­თის 11-მა მო­ქა­ლა­ქემ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი 2 წლის წინ იქი­რა­ვა და იქ საკ­ვებ ობი­ექტს ამუ­შა­ვებ­დნენ. მათ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კარ­გად იც­ნობ­დნენ. გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კი 25 წლი­დან 40-წლამ­დე მერ­ყე­ობს. მათ­გან 8 მა­მა­კა­ცი და 4 ქა­ლია. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რი­საა რეს­ტორ­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

რამ­დენ­ჯერ­მე მი­კავ­შირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი კონ­ტაქ­ტზე აღარ გა­მო­ვი­და, ამი­ტომ წა­ვე­დი გუ­და­ურ­ში. როცა ჩა­ვე­დი იქ უკვე პო­ლი­ცია დამ­ხვდა, შიგ­ნით არ შე­მიშ­ვეს, თუმ­ცა მი­თხრეს, რომ 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ძმა “კუ­რი­ე­რი PS”-თან სა­უბ­რი­სას.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 25 წლის გუ­რან­და ჩხა­ი­ძე.

“დი­ლით, ჩვე­უ­ლებ­რივ, პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მი­ვი­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლია – ფარ­თი ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ამუ­შა­ვებ­და, არც ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი რომ არ დახ­ვდა რეს­ტო­რან­ში, ეტყო­ბა, მო­ი­კი­თხა ისი­ნი, ავი­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სა­დაც მათ ეძი­ნათ და იქ მი­სულს ეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა. ორი ახალ­გაზ­რდა კარ­თან იყო გარ­დაც­ვლი­ლი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი თა­ვი­ანთ სა­ძი­ნე­ბელ ოთა­ხებ­ში ნა­ხეს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვი­და სახ­ლის მე­პატ­რო­ნეც, სამ­წუ­ხა­როდ, 12-ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ეს არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ თვი­თონ სახ­ლის შე­სას­ვლელ­ში ედ­გათ გე­ნე­რა­ტო­რი. ეტყო­ბა სცი­ო­დათ და დე­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი ამ გე­ნე­რა­ტორ­ზე ჩა­ურ­თავთ, გა­უ­ღი­ათ ოთა­ხე­ბის კა­რე­ბი, ალ­ბათ იფიქ­რეს, რომ ასე გათ­ბე­ბოდ­ნენ და სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­მო­ნა­ბოლ­ქვით მო­ი­წამლნენ.

ორმა მათ­გან­მა ეტყო­ბა თავი ცუ­დად იგ­რძნო, გა­იღ­ვი­ძეს, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრეს კა­რის გა­ღე­ბა და გა­რეთ გა­მოს­ვლა. თით­ქმის გა­რე­თა კარ­თან იყ­ვნენ მი­სუ­ლე­ბი და იქ იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. გუ­ლიც აე­რი­ათ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად.

ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ და თა­ნა­ვუგ­რძნობთ მათი ოჯა­ხის წევ­რებს. ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდაა, ასა­კო­ვა­ნი არა­ვინ იყო. მათ შო­რის ერთი გო­გო­ნა ქარ­თვე­ლია, 25 წლამ­დე ასა­კის. მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც ქა­ლე­ბი, ასე­ვე მა­მა­კა­ცე­ბი.

თა­ვი­დან ით­ქვა, რომ თით­ქოს გა­ზის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ, მაგ­რამ ეს არ არის სი­მარ­თლე. იმ სახ­ლის შიდა სივ­რცე­ში არაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არც გე­ნე­რა­ტო­რი, არც გა­ზის კა­ლონ­კა, არა­ფე­რი მსგავ­სი. სახ­ლს აქვს ცალ­კე საქ­ვა­ბე, თუნ­დაც იმ საქ­ვა­ბე­ში რომ ჩა­ერ­თოთ ეს გე­ნე­რა­ტო­რი, რა­დი­ა­ტო­რე­ბი ამუ­შავ­დე­ბო­და და ეს ტრა­გე­დია არ მოხ­დე­ბო­და. რო­გორც ჩანს, არ იცოდ­ნენ, რომ გე­ნე­რა­ტო­რის სახ­ლში და­მონ­ტა­ჟე­ბა და ჩარ­თვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა.

12 ადა­მი­ა­ნი­დან ერ­თმა მა­ინც რო­გორ არ იცო­და, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა. ასე­თი ტრა­გე­დია ამი­ტომ დატ­რი­ალ­და. ყვე­ლა ოთა­ხის კარი ღია იყო, გე­ნე­რა­ტორ­ზე დე­ნის გა­მათ­ბო­ბე­ლი შე­ა­ერ­თეს და წე­სით ასე თბე­ბოდ­ნენ და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ გა­მო­ნა­ბოლ­ქვით მო­ი­წამლნენ, მოხ­და ინ­ტოქ­სი­კა­ცია და ყვე­ლა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა”,- ამ­ბობს “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.