ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. მომღერალი ამ ფორმით ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. კონცერტზე დასწრება უფასოა, ხოლო შემოწირული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახებს.
შეგახსენებთ, რომ ნათია თოდუა გერმანიაში ცნობილი ტელეშოუს „ვოისის“ გამარჯვებულლია. რაც ნიშნავს რომ თანამშრომლობს დიდ ლეიბლთან, გამოდის გერმანულ სცენაზე, და ურთიერთობა აქვს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსეთან. ის გერმანიამ აღიარა და მისცა ცხოვრების და საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალება. თვალი ადევნეთ მას… მალე დაგვიბრუნდება ახალი პროექტებით და იმიჯით.
აქვე გთავაზობთ ნათია თოდუასთან ჩაწერილ ინტერვიუს ჟურნალ „ბომონდის“ არქივიდან:
ნათია, თქვენი ბავშვობა აფხაზეთს უკავშირდება, როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს? როგორც ვიცი ოჯახს დიდი სირთულეების გადატანა მოუხდა დასაბრუნებლად…
აფხაზეთში აგვიზარდე. მართალია გარკვეული პერიოდი თბილისშიც ვცხოვრობდით, მაგრამ აფხაზეთს უკავშირდება ჩემი პირველი შთაბეჭდილებები. იქ გავიზარდე და სკოლადც იქ დავამთავრე. ადრეული ასაკიდანვე მსურდა რომ ჩემი საქმიანობა მუსიკას და ხელოვენბას დაკავშირებოდა. მინდოდა პედაგოგი მყოლოდა, ან რაიმე კურსი მაინც გამევლო, მაგრამ აფხაზეთში ამის საშუალება არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედა ყოველთვის გვერდში მედგა და ჩემი ოცნებების ასრულებაში მეხმარებოდა. სამწუხაროდ ის ტერიტორია და გარემო ამის საშუალებას არ მაძლევდა. აქედან გამომდინარე, ვცხოვრობდი ჩემი წარმოსახვით. ძაალიან ხშირად შევკრიბავდი მთელს სოფელს და ვმართავდი კონცერტებს. ამ ყველაფერს თამაშის ფორმა ჰქონდა. თავად ვიყავი კონცერტის ორგანიზატორიც და შემსრულებელიც. ჯერ კიდევ მაშინ მსურდა სცენაზე ყოფნა და სიმღერა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მენახა სცენა და ურთიერთობა არასდროს მქონია რეალურ მომღერალთან.
კავკაასიის უნივერსიტეტში. რადგან ჩემი მუსიკალური გაამოცდილება პერსპექტივის დანახვის საშუალებას არ მაძლევდა, წავედი გერმანიაში, სადაც ვფიქრობდი ენის ცოდნის გაღრმავებას და გარკვეული პრაქტიკის მიღებას. მერე ვფიქრობდი საქართველოში მაღალანაზრაურებად სამსსახურში დაბრუნებას და სტრესის გარეშე ცხოვრებას. შემოსავალი რომ მქონოდა, გერმანიაში ძიძად დავიწყე მუშაობა. ყოველ საღამოს, სამუშაო საათების შემდეგ, ჩავდიოდი ჩემს ოთახში, რომელიც ნახევრადსარაფი იყო და ვმღეროდი. ერთხელაც მთელი ძალით ამოხეთქა ემოციამ. სწორედ ამავე პერიოდში გავიგე გამოცხადებული კონკურსის შესახებ და გერმანიაში „ვოის ჯერმანი“-ში გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, რომელიც ჩემი გამარჯვებით დასრულდა.
რა მოგიტანათ ამ გამარჯვებამ, ვგულისხმობ საქმიან წინადადებებს და საინტერესო კონტრაქტებს…
საერთაშორისო პროექტებზე, განსაკუთრებთ ევროპაში, მუშაობს მთელი გუნდი, რომელიც წყვეტს როგორც რეპერტუარს ისე შოუს ხასიათს. ეს გუნდი უდიდესი პროფესიონალებისგან შედგება. გუნდის წევრები სამართლიანები არიან და მათ ხელში ჩემი მოხვედრა დიდ წარმატებად მივიღე. ზუსტად ის მივიღე, რასაც ყოველ კონკურსზე ვეძებდი. ცხადია, გავიარე ქასთინგი და ყოველი მომდევნო ტური ჩემი წარმატების და წინსვლის საწინდარი გახლდათ. ქასთინგზევე მივხვდი რომ რეალური შანსი მქონდა. თუმცა ვთვლი, რომ სტატუსი და გამარჯვება მაინც ფორმალური ხასიათისაა, მთავარია, რა დაგრჩება კონკურსისგან.
ნათია, თავად რას უსმენთ?
ალბათ ასაკობრივი იყო, ჯგუფის თუ მუსიკოსის ამოჩემება ვიცოდი და ვუსმენდი. სხვა არაფერი მაინტერესებდა. მაგრამ, ახლა ყველა ჟანრს სიამოვნებით ვუსმენ. ცხადია, განსაკუთრებული ადგილი უკავია ბლუზს, სოულს ჯაზს თუ როკ ენ როლს. ეს მიმდინარეობები კარგ განწყობას მიქმნის. შემსრულებლებში ვერ დავკონკრეტდები, რადგან ბევრი შემსრულებელია. სამწუხაროდ ჩვენს გვერდით აღარაა ლეგენდარული მომღერლები. მაგრამ მაინც ბვრნი არიან, ვინც დარჩნენ და აგრძელებენ მუსიკის შექმნას.
როგორია თქვენი ჩვეულებრივი დღე?
გარდა მუსიკისა დიდ სიამოვნებას მანიჭებს მოგზაურობა. მიყვარს სიახლეები, რაც დადებით ემოციებს უკავშირდება. მათ შორისაა გარემოს გამოცვლა. მიყვარს ახალ ადამიანებთან ურთიერთობაც. ახალი ისტორიების მოსმენა და აზრების გაზიარება. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობები ადამიანს ზრდის. მიყვარს და ამ საქმეში კოვიდმაც ხელი შემიწყო, – კერძების მომზადება. ეს საქმე ჩემი მედიტაციაა. მუსიკის ფონზე რაღაც რომ შიშხინებს, საოცარი შეგრძნებაა. როცა დრო მაქვს ამ ფუსფუსზე უარს ვერ ვამბობ. მიყვარს მაშტაბურ ფესტივალებზე გასვლა. სრულიად სხვა ჟანრის მუსიკის მომსამენად როგორიცაა ელექტრონული მუსიკა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ჟანრი რომელიც მიყვარს.
ბერლინში კლუბური ცხოვრებით თუ ცხოვრობთ?
მიყვარს კლუბური ცხოვრება. ვთვლი, რომ ელექტრონული მუსიკის საშუალებით კლუბში ადამიანი დიდ ემოციას გასცემს და იღებს. ახერხებს ორგაიზმის დამუხტვას. კლუბი საჭირო სივრცეა. განსაკუთრებით, თანამედროვე სამყაროში. არიან ადამიანები, ვინც რუტინულ ცხოვრებას ეწევიან, მათი ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსია. კლუბი კი საშუალებას აძელვს განიმუხტოს ამ რუტინისგან, დაიცალოს უარყოფითი ემოციებისგან და დადებითით დაიმუხტოს. ასეთი ადამიანებისთვის კლუბური ცხოვრება დიდი შვებაა. მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ამ მიმდინარეობას. ყოველ ადამიანს, ვინც ამას ფუთავს და დიდ და კარგ ფესტივალს უკეთებს ორგანიზებას. ამით ბევრ ადამიანს აბედნიერებს.
საიტერესო იმიჯი გაქვთ, როგორ ჩამოყალიბდა თქვენი სტილი?
მსმენელს ალბათ დრედებით დავამახსოვრდი. დრედების ტარებაა თინეოჯერობის ასაკშიც მსურდა, მაგრამ ოჯახვს ვერ გავუწიე წინააღმდეგობა. მქონდა გრძელი ქერა თმა და მშობლებს ენანებოდა დრედებისთვის. ვერავის წარმოეგონა ამ ვარცხნილობის და სტილის შეცვლა. ამას ემატებოდა ამ სტილის ქუჩურ ცხოვრებასთან და დრაგებთან ასოცირება. როცა წამოვიზარდე და დრედების ტარება მოვახერხე, აღმოვაჩინე რომ რთული მოსავლელი ყოფილა. დრედებით მართლა ქუჩური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე და არ გაინტერესებდეს რა ხდება შენს თმაში, თუ გაინტერესებს, დაიტანჯები, რადგან ჯანმრთელობის პრობლემაც კი შეიძლება შეგექმნას. ჩემი დრედები სადღაც 2 კგ.ს იწონიდა. სადაც ვამაგრებდი იმ მიმართულებით მიდიოდა თავი. ვეღარ ვიიჭერდი. გარდა ამისა, ხმაზეც იქონია გავლენა. ბერლინში ცივა და დაბანილი დრედები რამდენიმე დღე არ შრებოდა. მოგეხსენებათ, გერმანია არ არის განებივრებული მზიანი და კარგი ამინდებით. ამიტომ სულ სველი დრედებით დავდიოდი და სულ ვცივდებოდი. ასე რომ დრედებთან გამომშვიდობება მომიწია. მას მერე დავიწყე ექსპერიოემტები, რომელიც წლები გაგრძელდა. ხშირად ვიცვლიდი იმიჯს. ახლაც კი ჩემს საყვარელ სალონში რომ დამინახავენ, იციან რომ ახალი ექსპერიმენტისთვის მივედი. წინააღმდეგობასაც აღარ მიწევენ, ისე მნებდებიან. ახლა კიდევ სხვა იმიჯი მაქვს, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს. როგორც კი ახალი პროექტი დასრულდებაა და წავრსდგები მაყურებლის წინაშე.
როგორი სტილი მოგწონთ და რომელი ლუქი გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს?
ადრე ჰიპურ სტილს ვანიჭებდი უპირატესობას. ფერად სამოსს სიჭრელეს. უნდა ყოფილიყო გაშლილი, ფრიალა და ბრჭყვიალა ყველაფერი – ინდურ-ჰიპურ სტილში. ამ სტილის ფანი დღემდე ვარ. ასე მგონია, რომ ამ სტილში დიდი პოზიტივია. რადგან აუცილებელი იყო ვყოფილიყავი ჩამოყალიბებული სტილის, რადგან უკვე ვიყავი ცნობადი, ვიდექი სცენაზე და მქონდა გარკვეული სტატუსი, ჩემი სტილი შეიცვალა. მუსიკალური სტილის შესაბამისად მოითხოვეს სტილის კორექციაც. ამ მხრივ ბოლომდე თავისუფალი ვერ ვიყავი. მომიწია რომ ამერჩია კონკრეტული სტილი და ამ სტილში ვყოფილიყავი ინოვაციური. ამ მხრივ რისკიანობაც ამართლებს, რადგან სხვისთვის მაგალითს წარმოადგენ. როცა ლუქზე ვფიქრობ და ვირჩევ, აუცილებლად ვითვალისწინებ საზოგადოებას, რომ ლუქი სწორად იყოს მიწოდებული მსმენელისთვის. როგორც უკვე გითხარით კიდევ უფრო ახალი სტილი მაქვს, რომელსაც ვიდეოკლიპებში იხილავთ. როგორც სტილი ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაშიც.
ვინმე გეხმარებათ სტილის და სასცენო კოსტიუმების შერჩევაში?
გერმანიაში კონკურსის შემდეგ მქონდა საშუალება ცნობილ მომღერლებთან ერთად გამოვსულიყავი სცენაზე. მათ შორის იყვნენ ფინქი, ალიშა ქიი. მე თვალს ვადევნებდი მთელ გუნდს, რომელიც ერთი ადამიანის სცენაზე გასვლას ამზადებდა. მათ შორის იყვნენ სტილისტებიც, მეიქაპ არტისტებიც… ბევრი პროფესიონალი მუშაობდა რომ ისინი სწორად მიეწოდებნათ მსმენელისთვის. ეს იყო ჩემთვის უდიდესი გამოცდილება. შეიძლება გქონდეს ხედვა და სურვილები, მაგრამ სულ სხვაა ამის სწორად შეფუთვა და მიწოდება. რომ იყო კონკრეტული და გასაგები სცენისთვის და მაყურებლისთვის. როცა მსოფლიო ვარსკვავი ხარ გაქვს იმის ფუფუნება რომ გუნდი მუშაობდეს შენზე. როცა ამ მაშტაბის ვარკვლავი არ ხარ, მაშინ მოკრძალებულ გუნდს ჯერდები. მეც მყავს გუნდი, რომელიც ზრუნასვ ჩემს იმიჯზე. როცა ევროპაში ცხოვრობ და მუშაობ მუსიკალურ ინდუსტრიაში და ცნობილ კომპანიასთან გაქვს კონტრაქტი, გაქვს ამის საშუალება. სამწუხაროდ ეს შეუძლებელია საქართველოში. თან ვცხოვრობ ბერლინში. ეს ქალაქი ჩემი მუდმივი ინსპირაციაა. აქ უამრავ სიგიჟეს გადააწყდები, რაც ეხება სტილსაც. უდიდესი მოტივაცია და მაგალითია, რომ ვიყო თავისუფალი.
_ რა იქნებოდა თქვენთვის იდეალური მომავალი?
_ მუსიკალურ სამყაროში მყავს ჩემი ფავორიტი პროდიუსერები ვისთან თანამშრომლობასაც ვისურვებდი. ალბათ ყველაფერს გავაკეთებდი რომ მათთან აღმოვჩენილიყავი. თქვენ ახსენეთ ამერიკა… ვისურვებდი ამერიკაში ჯაზის და ბლუზის ბუმბერაზ პროდიუსერებთან თანამშრომლობას. იმ სტუდიებში მუშაობას, სადაც ყველასთვის ცნობილი ჰიტები ჩაწერილა. ეს იმხელა სურვილებს და ისეთ ემოციებს უკავშირდება, რომ აუცილებლად მივყვები ამ მიზანს.
ქეთი დარჩია