რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ასე გააგრძელეთ” – მაკა ცინცაძე ეკა კვესიტაძეს პასუხობს

რუსთაველის გამ­ზირ­ზე პრო­ტეს­ტის და­წყე­ბის დღი­დან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. ხში­რად ერთი მხა­რე მე­ო­რეს სა­ჯა­როდ აკ­რი­ტი­კებს, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი გა­და­ე­კიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს.

და­ძა­ბუ­ლო­ბაა ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რი­საც. ოპო­ზი­ცი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ­ხის და­ტო­ვე­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­უ­წო­დე­ბენ იმ კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც ე.წ. სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ.

გუ­შინ “მთა­ვა­რი არ­ხის“ ტე­ლე­წამ­ყვან­მა ეკა კვე­სი­ტა­ძემ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის წამ­ყვა­ნი მაკა ცინ­ცა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არც თუ კო­რექ­ტუ­ლად მო­იხ­სე­ნია.

“ამ ქალს იმ დრო­ი­დან ვიც­ნობ, როცა ჩემი ხმის რე­ჟი­სო­რი იყო რა­დი­ო­ში, ყო­ველ­თვის ისე­თი შტე­რი იყო, არა­სო­დეს სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­მი­ღია. მერე თმე­ბი რომ გა­და­უ­ჭი­მეს და თო­ჯი­ნად დას­ვეს პირ­ველ არხზე, სა­სა­ცი­ლოდ არ მეყო…“ – და­წე­რა ეკა კვე­სი­ტა­ძემ და ასე­ვე მაკა ცინ­ცა­ძის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნა.

კო­ლე­გის კრი­ტი­კას მაკა ცინ­ცა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მაკა წერს, რომ ის ფსკერ­ზე არა­სო­დეს და­ეშ­ვე­ბა, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ენა­ზე ისა­უბ­როს და ასე­ვე კვე­სი­ტა­ძეს იმ დრო­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რო­დე­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ადა­მი­ა­ნებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­და­სა­ღე­ბად კა­მე­რებს უმონ­ტა­ჟებ­დნენ.

მაკა ცინ­ცა­ძე:

“კვე­სი­ტა­ძევ და ამ სტან­დარ­ტით მო­მუ­შა­ვე კრებ­სი­თო კვე­სი­ტა­ძე­ე­ბო, ვერ მო­ა­ხერ­ხებთ, რომ თქვენ­თან ფსკერ­ზე და­ვეშ­ვა და თქვენს ენა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო. არ გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ეს ოჯა­ხი იმ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რია, რო­მე­ლიც ცოლ-ქმარს სა­ძი­ნე­ბელ­ში კა­მე­რებს უმონ­ტა­ჟებ­და და რა გა­საკ­ვი­რია, რომ სი­ბინ­ძუ­რის და ცი­ლის­წა­მე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ, ასე გა­აგ­რძე­ლეთ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეკა კვე­სი­ტა­ძემ სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სი­დან ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, ამო­ი­ღო. თუმ­ცა, მაკა ცინ­ცა­ძემ კო­ლე­გის სა­პა­სუ­ხოდ მისი სტა­ტუ­სის თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სია გა­ა­ზი­არა.