50 წლის ექიმი, რომელმაც საშობაო ბაზრობაზე “ჯოჯოხეთის მოწყობა სცადა” – რა არის ცნობილი არაბ ლტოლვილზე და რატომ სურდა გერმანიაზე შურისძიება: ახალი დეტალები (ფოტოები)

გერმანიაში სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე მან­ქა­ნის შე­ვარ­დნას 2 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია ავ­რცე­ლებს.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა dpa-ის ცნო­ბით, ქა­ლაქ მაგ­დე­ბურ­გში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მძღო­ლი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. AFP აღ­ნიშ­ნავს, რომ 60-80 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ხა­ილ რე­ი­ფი ვა­რა­უ­დობს, რომ ეს გან­ზრახ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქტი იყო და ად­გილ­ზე “სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თია”.

რა არის ცნო­ბი­ლი თავ­დამ­სხმე­ლის შე­სა­ხებ?

dailymail-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, არის ექი­მი სა­უ­დის არა­ბე­თი­დან, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში 2006 წელს ჩა­ვი­და.

ტა­ლებ ალ-აბ­დულ­მოჰ­სე­ნი 50 წლის ფსი­ქო­ლო­გია. ის ბაზ­რო­ბა­ზე 20 დე­კემ­ბერს, მუქი BMW-ით შე­ვარ­და და რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა ხელ­ში ია­რა­ღი ეკა­ვა.

MailOnline-ის ცნო­ბით, ალ-აბ­დულ­მოჰ­სე­ნი, ფსი­ქი­ატ­რი­ი­სა და ფსი­ქო­თე­რა­პი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტია სა­უ­დის არა­ბე­თის ქა­ლაქ ჰო­ფუ­ფი­დან, გერ­მა­ნი­ა­ში 2006 წელს ჩა­ვი­და და ცხოვ­რობ­და ქა­ლაქ ბერნ­ბურ­გში. ის ლტოლ­ვი­ლად 2016 წლი­დან არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა გერ­მა­ნი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბით:

“გერ­მა­ნია დევ­ნის ქალ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლებს, გერ­მა­ნი­ის შიგ­ნით და მის ფარ­გლებს გა­რეთ, რათა გა­ა­ნად­გუ­როს მათი სი­ცო­ცხლე. გერ­მა­ნი­ას სურს ევ­რო­პის ის­ლა­მი­ზა­ცია“.

“ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს ხალ­ხი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად სდევ­ნის ის­ლა­მის კრი­ტი­კო­სებს”.

“ის გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვი­და, რო­გორც მოწ­ვე­უ­ლი ექი­მი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა, რად­გან ის­ლა­მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის გამო სიკ­ვდი­ლით და­ე­მუქრნენ. 44 წლის მა­მა­კა­ცი პო­ლიტ­დევ­ნი­ლად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი”, – წერ­და ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თი მას­ზე ხუთი წლის წინ.

თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე სულ რა­ღაც ხუთი დღით ადრე, ალ-აბ­დულ­მოჰ­სენ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა RAIR-ს, სა­დაც მან თქვა:

“თუ სი­რი­ის მო­ქა­ლა­ქე ითხოვს თავ­შე­სა­ფარს გერ­მა­ნი­ა­ში, თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის შან­სი არის 99,8%. თუ სა­უ­დის არა­ბე­თის მო­ქა­ლა­ქე ითხოვს თავ­შე­სა­ფარს გერ­მა­ნი­ა­ში, ეს შან­სი მხო­ლოდ 70%-ია და პი­რა­დად მე ვიცი, რომ მათ­გან ბევ­რი ყო­ფი­ლი მუს­ლი­მია. გერ­მა­ნია მი­ე­სალ­მე­ბა სი­რი­ე­ლებს, მათ შო­რის ბევრ ის­ლა­მისტს, და ამავდრო­უ­ლად უარ­ყოფს სა­უ­დის არა­ბე­თი­დან წა­მო­სუ­ლებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლად გა­ურ­ბი­ან შა­რი­ათ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნებს”.

მაგ­დე­ბურ­გის სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა, რო­მე­ლიც მაგ­დე­ბურ­გის მე­რი­ის გვერ­დით, მდი­ნა­რე ელ­ბას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა და­ხუ­რეს.