მეტროში, მამაკაცმა მძინარე ქალს ცეცხლი წაუკიდა – საზარელი ტრაგედიის დეტალები

ნიუ იორ­კის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მათი თქმით, ქა­ლა­ქის მეტ­როს ვა­გონ­ში მყოფ ქალს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. შე­დე­გად ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 22 დე­კემ­ბერს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რეს.

  • მათი თქმით, ქალი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა, ბრუკ­ლინ­ში, Coney Island-Stillwell Avenue მეტ­რო­სად­გუ­რის ერთ-ერთ სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლად მდგომ ვა­გონ­ში, დი­ლის 7:30 სა­ათ­ზე (1230 GMT) გა­უნ­ძრევ­ლად იჯდა. უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი მას მშვი­დად მი­უ­ახ­ლოვ­და და სან­თე­ბე­ლას გა­მო­ყე­ნე­ბით, ტან­საც­მელს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

ცე­ცხლი ქალს რამ­დე­ნი­მე წამ­ში მთლი­ა­ნად მო­ე­დო. ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი თქმით, მა­ნამ­დე ორ ადა­მი­ანს შო­რის არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერთქმე­დე­ბა არ ყო­ფი­ლა, რის გა­მოც დიდი ალ­ბა­თო­ბით ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ.

კვამლი და სუნი იგ­რძნეს სად­გურ­ზე მყოფ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა. მათ ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა ქალი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

  • ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე დამ­წვა­რი ქა­ლის­გან რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის მო­შო­რე­ბით, სკამ­ზე მშვი­დად ზის.

თავ­და­პირ­ვე­ლად ოფიც­რებ­მა მას­ზე ეჭვი ვერ აი­ღეს, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი და­კა­ვე­ბა მოხ­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ვი­ნა­ო­ბა სა­ჯა­როდ არ არის ცნო­ბი­ლი. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ჯერ კი­დევ იძი­ე­ბენ მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბას და თავ­დას­ხმის მი­ზეზს.