გადაცემის „პირველამდე“ ობიექტივში ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია მოექცა.
გადაცემაში ნანუკას აქტიური ცხოვრების კადრები გადაიღეს.
როგორც სიუჟეტში ნანუკამ აღნიშნა, ის ენერგიას ადამიანებისგან იღებს.
„ენერგიას ადამიანების ემოციებით ვინაზღაურებ. რომ მოდიან და მელაპარაკებიან ძალიან დიდი ხანი მყვება ეს ენერგია. მავიწყდება ის, რომ ზურგი მტკივა და ძალიან მძიმეა ჩემი ზურგჩანთა…“
ნანუკამ გადაცემაში ასევე თქვა, რომ მისთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისთვის, ასმაგად მტკივნეულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ყურება.
„ქართული ოცნების“ ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო და გვინდა ომი. ყველაზე კარგად ვიცით, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებმა რას ნიშნავს ომი.
მე გავიზარდე მამის გარეშე, გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა. შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი რა გაიღო ჩემმა ოჯახმა იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო.
წარმოუდგენელია ის ყველაფერი, რასაც ვუყურებ ახლა, ასმაგად მტკივნეულია. საერთოდ არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი,“ – აღნიშნა ნანუკამ.