ჩემს მანქანას საწოლი აქვს, მიშა მაცივარში იმყოფებოდა…” – რა ჩვენება მისცა ტრაილერის მძღოლმა, რომელმაც უკრაინიდან სააკაშვილი ჩამოიყვანა

ჩემს მან­ქა­ნას სა­წო­ლი აქვს, მიშა ზე­მოთ ავი­და, პორ­ტში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­მო­ვე­დით, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­ვი­ა­რეთ და გემ­ზე ავე­დით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­მო­ვე­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა შე­მოვ­დი­ო­დით, სა­ა­კაშ­ვილს უკა­ნა კა­რე­ბი გა­ვუ­ღე, მა­ცი­ვარს ვგუ­ლის­ხმობ, – ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბულ­მა ტრა­ი­ლე­რის მძღოლ­მა, ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

მან თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­ზე ჩვე­ნე­ბა მის­ცა.

  • ცო­მა­ი­ას თქმით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა მას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ­მა გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ სთხო­ვა, რო­მე­ლიც მან ამ ფაქ­ტამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­იც­ნო, როცა თა­ვად ცო­მა­ი­ამ მას კონ­კრე­ტულ სა­კი­თხში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

“გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ვერ და­მეხ­მა­რა, შე­ე­ცა­და, მაგ­რამ შე­დე­გი არ იყო. კი­ევ­ში, რეს­ტო­რან­ში შევ­ხვდი… აქე­დან მიმ­ქონ­და, ხილი, რო­გორც ქარ­თვე­ლი ქარ­თველს ვჩუქ­ნი­დი, მარ­ტო გიას არა, სხვებ­საც.

[გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ]თუ შეძ­ლებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბას, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დაყ­ვა­ნა­სო, მი­თხრა, დავ­თან­ხმდი. მან­ქა­ნით, მეტი რით უნდა გად­მო­მეყ­ვა­ნა. მე­უღ­ლე და­მე­ღუ­პა კო­ვი­დით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, და­მი­რე­კა”,- გა­ნა­ცხა­და ცო­მა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მან ტრა­ი­ლე­რი რძის ნა­წარ­მით და­იტ­ვირ­თა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნით წა­მო­იყ­ვა­ნა.

„ოდე­სა­ში რომ ჩა­ვე­დი, ერ­თმა­ნეთს შე­ვეხ­მი­ა­ნეთ[ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და ცო­მა­ია], არ მი­სუ­ლი პორ­ტამ­დე, მიშა მან­ქა­ნით მო­ვი­და და ჩემს მან­ქა­ნა­ში გად­მოვ­სვი, რა­ღაც შავი მან­ქა­ნით იყო, მძღოლს იურა ერ­ქვა. ჩემს მან­ქა­ნას სა­წო­ლი აქვს, მიშა ზე­მოთ ავი­და და პორ­ტში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­მო­ვე­დით, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გა­ვი­ა­რეთ და გემ­ზე ავე­დით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­მო­ვე­დით. სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა შე­მოვ­დი­ო­დით, უკა­ნა კა­რე­ბი გა­ვუ­ღე, მა­ცი­ვარს ვგუ­ლის­ხმობ”,- გა­ნა­ცხა­და ცო­მა­ი­ამ.

.

პრო­კუ­რო­რის კი­თხვა­ზე, სა­ნამ ჩა­მოხ­ვი­დო­დით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­ცი­ვარ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და? ცო­მა­ი­ამ უპა­სუ­ხა „დიახ“.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დახ­ვედ­როდ­ნენ, თუმ­ცა ეს ასე არ მოხ­და.

“პირ­ველ რიგ­ში, ფო­თამ­დე უნდა ჩა­მეყ­ვა­ნა, მი­თხრეს, რომ ვი­ღაც დახ­ვდე­ბო­და. კა­ციშ­ვი­ლი რომ არ დახ­ვდა, აბა­შა­ში მაქვს სახ­ლი და წა­ვი­დეთ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი. სა­ა­კაშ­ვი­ლი წო­წო­რი­ე­ბის მან­ქა­ნა­ში გა­დაჯ­და”,- გა­ნა­ცხა­და ცო­მა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში წა­მო­იყ­ვა­ნა.

„ხა­შურს რომ გა­მოვ­ცდი, მომ­წე­რეს, მი­ხე­დეო. სად წა­მეყ­ვა­ნა? რო­გორც ადა­მი­ა­ნი, თქვენ და­ტო­ვებ­დით ქუ­ჩა­ში? წა­მო­ვიყ­ვა­ნე სან­ზო­ნა­ში.

მე ხომ არ ვკი­თხავ­დი, რა­ტომ არ დაგ­ხვდნე­ნო, ტე­ლე­ფო­ნი ეკა­ვა ხელ­ში, ხან წერ­და… საჭ­მე­ლი ვი­ყი­დეთ, ვჭა­მეთ, ჩემ­თვის არა­ვის და­უ­რე­კავს და მი­შას ვინ ურე­კავ­და, არ ვიცი. მე­ო­რე დღეს, საწ­ვავს ვას­ხამ­დი მან­ქა­ნა­ში, ისე გა­მა­ჩე­რა პო­ლი­ცი­ამ, სახ­ლში ვინ გყავ­სო, ხომ არ ვე­ტყო­დი. სახ­ლში ამიყ­ვა­ნეს, ჩემს მის­ვლამ­დე პო­ლი­ცი­ით იყო სავ­სე. მერე არც მი­ნა­ხავს მიშა, სად ვნა­ხავ­დი”,- გა­ნა­ცხა­და ცო­მა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 2021 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბა კი­დევ 4 პირს – ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას, ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ებ­სა და გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძეს წა­რედ­გი­ნათ.

მათ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას ედა­ვე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას, მას ასე­ვე ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გად­მოკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის­თვის.