ასეა როდესაც არ გეკუთვნის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელობა, არც ნიჭი გაქვს და არც ნამუსი. უბრალოდ მემკვიდრეობით მიიღე,“ – ამის შესახებ მომღერალი, ფოლკლორისტი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში წერს
ის ეხმაურება ანსამბლ “ერისიონის“ პოზიციას იმის შესახებ, რომ ანსამბლი “ყოველთვის იმღერებს, იცეკვებს და არავის აქვს უფლება ეს მოუშალოს ქართველებს!“.
- რამდენიმე საათის წინ “ერისიონმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ “ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა.“
“სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.
ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად!
ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!“ – აღნიშნულია განცხადებაში.