ჩემთვის სამკაულები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება” – 3 000 დოლარიანი საწოვარა ბავშვისთვის და 6,000-იანი Dior-ის ეტლი: როგორ ხვდება მილიონერი “ინფლუენსერი” შობას

ახალი წლის დად­გო­მას მსოფ­ლიო მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი, რა თქმა უნდა, არც დუ­ბა­ია: მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ცა­თამბჯე­ნის მახ­ლობ­ლად აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლი ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბი, პლა­ჟის ხა­ლი­სი­ა­ნი წვე­უ­ლე­ბე­ბი მე­გა­ვარ­სკვლა­ვე­ბის წარ­მოდ­გე­ნე­ბით… ქა­ლა­ქი და­უ­ვი­წყარ და ექ­სტრა­ორ­დი­ნა­რულ სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლებს ჰპირ­დე­ბა ვი­ზი­ტო­რებს.

ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა Daily mail-ს დუ­ბა­ის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი თა­ვის სა­ა­ხალ­წლო გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს:

ლინ­და ან­დრა­დის თქმით, მე­უღ­ლემ სა­ა­ხალ­წლოდ 10 კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტის სა­ყუ­რე­ე­ბი აჩუ­ქა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი სა­ყიდ­ლებ­ზე დუ­ბა­ის გლა­მუ­რულ ცენ­ტრებ­ში მი­დი­ან, სა­დაც შვი­ლის­თვის Dior-ის კა­ბებს ყი­დუ­ლო­ბენ.

როგორც ყვე­ლა მუ­სულ­მან ბავ­შვს, მას ბევ­რი ოქრო სჭირ­დე­ბა. მარ­თა­ლი გი­თხრათ, მისი სამ­კა­უ­ლე­ბი ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე გა­ნათ­ლე­ბა, რად­გან თუ მდი­და­რი, ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი ხარ, არ მო­გი­წევს შრო­მა. არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ლე­გა­ლუ­რია, როცა პა­ტა­რა გო­გო­ნას ოქ­როს სამ­კა­უ­ლი არ აქვს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით $100,000 (£ 80,000) შე­მო­მაქვს, რაც კარ­გი ჯი­ბის ფუ­ლია – გან­სა­კუთ­რე­ბით წე­ლი­წა­დის ამ დროს.

რო­დე­საც ამი­რა (ჩემი შვი­ლი) სულ რამ­დე­ნი­მე დღის იყო, 3,000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქ­როს სა­წო­ვა­რა და 6,000 დო­ლა­რი­ა­ნი Dior-ის ეტლი ვუ­ყი­დე. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ეს შე­იძ­ლე­ბა მძარ­ცვე­ლე­ბის სა­მიზ­ნე გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ დუ­ბა­ი­ში და­ნა­შა­უ­ლის დონე ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის მუს­ლი­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს დე­და­ქა­ლა­ქია და რე­ლი­გი­უ­რად საკ­მა­ოდ მკაც­რია, დუ­ბა­იმ იცის რო­გორ შეხ­ვდეს შო­ბას… ალ­ბათ იმი­ტომ, რომ არა­ბე­ბი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ ოქ­როს.

ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა არც კი ფიქ­რობს ქრის­ტი­ა­ნულ ელე­მენტზე. აქ არ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ჩვენ უბ­რა­ლოდ გვიყ­ვარს კარ­გი დრო­ის გა­ტა­რე­ბა. მაგ­რამ წელს ის­ლა­მუ­რი ელე­მენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა მინ­და: ჩემი მე­უღ­ლე და­ვარ­წმუ­ნე, რომ სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე მოხ­რი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მუს­ლი­მა­ნუ­რი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფორ­მის.

რი­კის ოჯა­ხი მექ­სი­კი­და­ნაა, ჩემი კი პა­ლეს­ტი­ნი­დან. ერ­თმა­ნეთს სპორტდარ­ბაზ­ში შევ­ხვდით, მა­შინ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. მან თა­ვი­დან­ვე იცო­და, რომ მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი მქონ­და და თუ ჩემი ქმრო­ბა სურ­და, მი­ლი­ო­ნე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ისარგებლეთ ბრი­ტა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზე­ბით და წა­დით სა­ყიდ­ლებ­ზე New Bond Street-ზე. შე­დით ჰერ­მეს­ში და აირ­ჩიე ჩან­თა, რო­მე­ლიც £2650 ღირს. მა­ში­ნაც კი, თუ თქვენ ჩემ­სა­ვით ახა­ლი დედა ხართ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დრო და­უთ­მოთ სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ორ­ჯერ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არ მსი­ა­მოვ­ნებს თმის და­ბა­ნა, ამი­ტომ სა­ლონ­ში დავ­დი­ვარ ყო­ველ მე­ო­რე დღეს.