არ მჯერა ამ მთავრობის, არ ვეთანხმები, რა კურსითაც მიდის… ევროპული მომავალი მსურს” – რას ჰყვება კუზანოვების ვაჟი, რომელიც აქციებზე დგას

ცნობილი ექი­მე­ბის გუგა კუ­ზა­ნო­ვი­სა და ნინო ნა­დი­რა­ძის ვაჟი ივა კუ­ზა­ნო­ვი ერთ-ერ­თია იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე დგა­ნან.

  • ამის შე­სა­ხებ ივამ “ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ივა კუ­ზა­ნო­ვი სტუ­დენ­ტია. ამ­ბობს, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ბრძო­ლა­ში მე­გობ­რე­ბის გვერ­დით იდ­გეს. ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ არ ეთან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურსს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე ვი­ყა­ვი, როცა ჭავ­ლი გა­უშ­ვეს, ამ დროს ჩა­მო­ვარ­დი. ჩემ­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი იყო, რომ მე­გობ­რებს ვედ­გე გვერ­დით, მე მათ მარ­ტო არ დავ­ტო­ვებ­დი და მე­ო­რე ის არის, რომ არ მჯე­რა ამ მთავ­რო­ბის, არ ვე­თან­ხმე­ბი, რა კურ­სი­თაც ქვე­ყა­ნა მისი და მინ­და ეს ტრა­ექ­ტო­რია შე­იც­ვა­ლოს, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი მსურს” – ჰყვე­ბა ივა.

ცნო­ბი­ლია, რომ ივას დედა ნინო ნა­დი­რა­ძე ღიად უჭერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აფიქ­სი­რებს. ბო­ლოს ნი­ნომ პოს­ტი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა, როცა ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­სა­ხელ­და.

  1. სა­ერ­თოდ არ ვემ­ხრო­ბი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის იდე­ას, რუ­სუ­ლი მო­დე­ლია, ვემ­ხრო­ბი და­სავ­ლურს, სა­დაც სკო­ლა­ში ყვე­ლა სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბით და და­ხა­სი­ა­თე­ბით აგ­რძე­ლებ სწავ­ლას ამა თუ იმ უნი­
  2. ასე­ვე არ მომ­წონს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი, გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, ად­რეც დავ­წე­რე, რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­დატს, დიპ­ლო­მე­ბი ოხ­რა­დაა, ერ­თგუ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ “იშო­ვე­ბა”, ამი­ტომ არ გამ­კვირ­ვე­ბია ეს არ­ჩე­ვა­ნი” – და­წე­რა კუ­ზა­ნო­ვამ.