ვინ არის მკვლელობაში ნამდვილი დანმაშავე!?-სმიტების გადამალულ ფოტოაპარატში შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინეს

2018 წლის 4 ივლისს ხადას ხეობაში დატრიალებულმა საშინელმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მოკლულები იყვნენ ამერიკის მოქალაქეები: ცოლ-ქმარი, რაიან და ლორა სმითები, და მათი 4 წლის ვაჟი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახთან კონტაქტი 6 ივლისს გაწყდა, რის შემდეგაც მათ დაკარგვაზე შეტყობინება შევიდა. შეტყობინების ავტორმა განაცხადა, რომ სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში იმყოფებოდა და მათთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა.

გამოძიების შედეგად 6 ივლისს ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინეს, ხოლო ბავშვის ცხედარი – მეორე დღეს. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის ძირში, მანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში იყო ნაპოვნი.

მომხდარში სამართალდამცველებმა მალხაზ კობაური დაადანაშაულეს, რომელიც 1998 წელს არის დაბადებული. მან თავიდან აღიარა დანაშაული, თუმცა მოგვიანებით მცხეთის სასამართლოში ბრალდებული მწყემსი უარყოფდა მის მონაწილეობას მკვლელობაში. მისი თქმით, სმიტების ოჯახი მას არ მოუკლავს და დანაშაულში ორი უცხოელი მამაკაცი დაადანაშაულა. კობაურის განცხადებით, ის გააფრთხილეს და ოჯახის ამოწყვეტით დაემუქრნენ, რათა ბრალი საკუთარ თავზე აეღო.

სმიტების მკვლელობის საქმეზე მალხაზ კობაურს გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ბრალდებულის ოჯახი და მისი ადვოკატი დღემდე ეჭვქვეშ აყენებენ პროკურატურის ვერსიას და გეგმავდნენ საქმის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას. ფინანსური პრობლემების გამო ეს ნაბიჯი ჯერ ვერ განხორციელდა.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებები, მათ შორის სმიტების ფოტოაპარატში აღმოჩენილი მასალა, რომელიც თავდაპირველად გადამალული იყო, მალე ოფიციალურად გახდება ცნობილი. გამოძიება კვლავაც აქტიურად მიმდინარეობს, რათა საქმე ბოლომდე გაიხსნას.