მონტენეგროში მასობრივ სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა – შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები მოკლა

მონტენეგროს სამ­ხრეთ ნა­წილ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა 10 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი, მოკ­ლა, – ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა BBC-ი ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სრო­ლა რეს­ტო­რან­ში სტუმ­რებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი კა­მა­თის შემ­დეგ მოხ­და. და­ღუ­პუ­ლია თავ­დამ­სხმე­ლიც – 45 წლის მა­მა­კა­ცი, ალექ­სან­დრე მარ­ტი­ნო­ვი­ჩი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, და­ნი­ლო სა­რა­ნო­ვი­ჩის თქმით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი და მისი ორი შვი­ლი მოკ­ლა.

მონ­ტე­ნეგ­როს მთავ­რო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და.