რუსთავში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების დროს 9 ადამიანი დაშავდა.
ცენტრალურ საავადმყოფოში 2 დაშავებული შეიყვანეს, მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ.
7 დაშავებული კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. როგორ სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, 5 პაციენტს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, მათ შორის ერთ-ერთი 12 წლის ბავშვია, რომელსაც ერთი თითის სრული, ხოლო მეორის ნაწილობრივი ამპუტაცია დასჭირდა.
კიდევ ორ პაციენტს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.
წყარო: ინფო რუსთავი