გარდაიცვალა ქალი, რომელმაც 80 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ ქმრის კატას დამსგავსებოდა – “ქალი კატას” ტრაგიკული ბედი

შვეიცარელ ჯო­სე­ლინ ვილ­დენშტე­ი­ნი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო მეტ­სა­ხე­ლად “კატა-ქალი“, გარ­და­იც­ვა­ლა. ვარ­სკვლა­ვი 31 დე­კემ­ბერს, სამ­შა­ბათს, 84 წლის ასაკ­ში გა­მო­ე­თხო­ვა ცხოვ­რე­ბას.

რო­გორც Daily Mail წერს, სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა, დი­ზა­ი­ნერ­მა ლოიდ კლა­ინ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, ჯო­სე­ლი­ნის სი­ცო­ცხლე ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ამ შე­ი­წი­რა. ვილ­დენშტე­ი­ნი სა­კუ­თარ პა­რი­ზულ მა­მულ­ში მშვი­დად გარ­და­იც­ვა­ლა ძილ­ში.

ჯო­სე­ლი­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით, რო­მე­ლიც მან კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. სი­ცო­ცხლე­ში მან და­ახ­ლო­ე­ბით 80 პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი და­ხარ­ჯა, რის შე­დე­გა­დაც მისი სახე სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა.

მი­ლი­არ­დე­რად ქცე­უ­ლი ჯო­სე­ლი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ოჯა­ხი­დან იყო. მისი ცხოვ­რე­ბა 1977 წელს შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც იგი ამე­რი­კელ მი­ლი­არ­დერს, ალეკ ნ. ვილ­დენშტე­ინს, შეხ­ვდა და შემ­დეგ ცო­ლად გაჰ­ყვა. ალე­კი ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დი­ლე­რი­სა და ცხე­ნე­ბის მომ­შე­ნებ­ლე­ბის ექ­სპერ­ტის, და­ნი­ელ ვილ­დენშტე­ი­ნის ვაჟი იყო, ხოლო მათი ოჯა­ხი Wildenstein & Co-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ჯო­სე­ლინ­მა იგ­რძნო, რომ მის მი­მართ ქმარ­მა ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა. ამის გამო გა­და­წყვი­ტა მის დიდ კა­ტას დამ­სგავ­სე­ბო­და, რო­მელ­საც ალე­კი აღ­მერ­თებ­და. მას გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ვე­ფხვე­ბი და ლო­მე­ბი, სა­კუ­თარ მა­მულ­ში ფო­ცხვე­რიც კი ჰყავ­და. პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ჯო­სე­ლინ­მა გა­ჩე­რე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და 80-ზე მეტ­ჯერ მი­მარ­თა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში 4 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი და­უჯ­და. თუმ­ცა, ამან მისი ქორ­წი­ნე­ბა ვერ გა­და­არ­ჩი­ნა.

2000 წელს წყვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ალეკ ნ. ვილ­დენშტე­ი­ნი ამ­ბობ­და, რომ გაყ­რის მი­ზე­ზი “კატა-ქა­ლის“ ზედ­მე­ტი ხარ­ჯე­ბი გახ­და კოს­მე­ტი­კურ პრო­ცე­დუ­რებ­ზე, მა­შინ რო­დე­საც თა­ვად ჯო­სე­ლი­ნი ქმრის ღა­ლატს ასა­ხე­ლებ­და მი­ზე­ზად. ჯო­სე­ლი­ნი უარ­ყოფ­და, რომ შე­იც­ვა­ლა გა­რეგ­ნო­ბა, თუმ­ცა მისი ახალ­გაზ­რდო­ბის ფო­ტო­ე­ბი­დან აშ­კა­რად სხვა ქალი გვი­ყუ­რებს.

“მე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი არ ჩა­მი­ტა­რე­ბია, ამი­სი მე­ში­ნია. ბო­ტოქ­სიც არ მიყ­ვარს. მხო­ლოდ ორ­ჯერ გა­ვი­კე­თე ბო­ტოქ­სი, თუმ­ცა შე­დეგ­მა ვერ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლა. სახე და­მი­სივ­და,“ – ამ­ბობ­და ჯო­სე­ლი­ნი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

2003 წელს ჯო­სე­ლინ­მა რო­მა­ნი გა­ა­ბა დი­ზა­ი­ნერ ლოიდ კლა­ინ­თან. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სკან­და­ლუ­რი იყო: წყვი­ლი ხში­რად შორ­დე­ბო­და და კვლავ რიგ­დე­ბო­და. 2016 წელს მათ შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რა დრო­საც ჯო­სე­ლინ­მა კლა­ინს სახე მაკ­რატ­ლით და­უ­ზი­ა­ნა, რის გა­მოც ის და­ა­კა­ვეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში კლა­ი­ნიც და­ა­პა­ტიმ­რეს – მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ძარ­ცვა­სა და თავ­დას­ხმა­ში, როცა ჯო­სე­ლი­ნის ბი­ნი­დან თა­ვი­სი ნივ­თე­ბის გა­ტა­ნას ცდი­ლობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა ისევ გა­ნა­ახ­ლა.