პეტრე კოლხი: „დღეს, რუსთაველზე ნაძვის ხესთან შევიკრიბოთ და საბერიოს ბავშვების კუთხე მოვაწყოთ. მივიტანოთ სათამაშოები და სანთლები…“

მამა პეტრე კოლხი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მიმართავს.

პეტრე კოლხი ინიციატივით გამოდის, რუსთაველის გამზირზე დაღუპული ბავშვების კუთხე მოეწყოს:

„მეგობრებო, იდეა მაქვს…

დღეს, რუსთაველზე ნაძვის ხესთან შევიკრიბოთ და საბერიოს ბავშვების კუთხე მოვაწყოთ. მივიტანოთ სათამაშოები და სანთლები…

გაავრცელეთ !..

იქნებ ბუშტებიც წამოიღოთ, ჰაერში რომ

გავუშვათ !..

საშობაოდ უფალმა, ანგელოზები დედამიწის ჯოჯოხეთს მოაშორა ! ..“ – წერს მამა პეტრე კოლხი.