მაწამებდნენ და ხარება ვიდეოს იღებდა… აბა, ახლა შეაგინე ხარებასო” – დათა ხარაიშვილი ძალადობაზე

მთარგმნელი დათა ხარაიშვილი, რომელიც გომელაურის რაზმის წევრებმა აქციაზე დააკავეს და სასტიკად გაუსწორდნენ, კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. ხარაიშვილი “პირველებთან” კიდევ ერთხელ იხსენებს დაკავების და იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც მისი თქმით, სამართალდამცველების მხრიდან საპოლიციო მანქანაში ჰქონდა ადგილი.

რომ დავიხარე ტელეფონის ასაღებად. ფეხი მომხვდა სახეში. მომივიდნენ ეს ე.წ. სამართალდამცველები, არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ  არც პოლიციას არაფრის, ეკეთათ ნიღბები. დამიწყეს იქვე ცემა, მიმათრევდნენ მანქანისკენ. 2-3 ადამიანს ვეჭირე და ესე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მივყავდი, დანარჩენები მოჰყვებოდნენ. ვინც მომწვდა, ყველამ დამარტყა. იქ, რომ მიმიყვანეს ფეხზე წამოდექიო მითხრეს, მერე იქ მირტყეს. საყურე შეამჩნიეს, რომ მარცხენა ყურზე მეკეთა და ეგ ჩამომგლიჯეს. ამიყვანეს, უშუალოდ იმ მანქანაში ე.წ. სამარშრუტო მარშუტკაში. იქ უკვე ერთი ადამიანი იყო დაკავებული, იმას ურტყამდნენ. ვისაც არ ვყავდი ნაცემი, ისინიც ამოდიოდნენ და ისინიც მცემდნენ. ვიყავი თავიდან ორნი, მერე მესამე მოგვემატა, მეორე მეოთხე. ექვსი ადამიანი მოვგროვდით, ნუ ყველას უწევდა ეგ გატარება. ახალ მოსულზე იტყოდნენ, ეგ თუ გაატარესო. ხარება იღებდა ამ ყველაფერს, აბა ეხლა შეაგინეთ ხარებასო. იყო წამების ელემენტები. გაწამებენ, რომ რაღაცა გათქმევინონ. მაგ მომენტში იდგა ხარება, თავზე ჰქონდა ქუდი, მაგრამ სახე უჩანდა. ძალიან ნასიამოვნები იღებდა”, – ამბობს ხარაიშვილი.